ელექტრონული სიგარეტი გასულ საუკუნეში გამოიგონეს
ადამიანების უმრავლესობას, ელექტრო სიგარეტი XXI საუკუნის აღმოჩენა ჰგონია.
მართალია, სიგარეტის თანამედროვე საშუალებით ჩანაცვლება 2003 წელს, ჩინელი ფარმაცევტის, ხონ ლის მიერ მოხდა, მაგრამ სინამდვილეში, პირველი სიგარეტი კვამლის გარეშე, 1965 წელს, გილბერტმა გამოიგონა. ექსპერტები ერთ აზრზე შეთანხმდნენ, რომ თანამედროვე ელექტრონული სიგარეტი, სწორედ გილბერტის მიერ დაპატენტებული ნიმუშის მსგავსად გამოიყურება.
მოდური ტრენდი

ზოგიერთ ადამიანს მოსწონს ახალი აქსესუარებისა და ახალი ტექნოლოგიების ფოტოების
ნიკოტინი ბავშვებს წამლავს

აშშ-ში, დაავადებათა პროფილაქტიკის ცენტრში, 2014 - 2015 წლების შედარებისას, ელექტრონული სიგარეტით მოწამვლის ფაქტი, 1-დან 215 ადამიანამდე გაიზარდა.
ნიკოტინის გადამეტებული დოზა, გულის რევასა და ფაღარათს იწვევს. მოწამლულებიდან ნახევარი, 5 წლამდე ასაკის ბავში იყო.

ექიმები ამტკიცებენ, რომ ნახევარ კოვზ სითხეს, რომელსაც ელექტრო სიგარეტი შეიცავს, ბავშვის მოკვლა შეუძლია.
ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელი ბავშვები

აშშ-ში, სადაც ბევრ შტატში არასრულწლოვნებისთვის სიგარეტის მიყიდვა დაუშვებელია, კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები ელექტრონულ სიგარეტს ეტანებიან და ეს ტენდენცია დღითიდღე იზრდება. სტატისტიკის მიხედვით, 2012 წლის შემდეგ, ელექტრონული სიგარეტის გაყიდვა, 3-ჯერ გაიზარდა.
დამნაშავე ყოველთვის თამბაქოს ინდუსტრიაა
აშშ-ში, ელექტრონული სიგარეტის გლობალური ინდუსტრიის შემოსავალი, წელიწადში 3 მილიარდ დოლარს შეადგენს, თამბაქოს შემოსავალი კი 250-ჯერ აღემატება. მაგრამ თამბაქოს უმსხვილესი კომპანიები, მცირე ბაზრების შემოსავალს აღიარებს, ამიტომ თითქმის ყველა, მსოფლიოში ცნობილი, თამბაქოს უმსხვილესი კომპანია, ელექტრონული სიგარეტების ბრენდს აწარმოებს.

ელექტრო სიგარეტის წარმოებას, უსაფრთხო მოწევასთან აკავშირებენ, თუმცა თანამედროვე სამყაროში მისი უვნებლობა დამტკიცებული არ არის.
ანაბელ ლაჩოვსკი