10 მაისი, 2016
ევროპაში მშობლები ბავშვის ფოტოს "ფეისბუქზე" ატვირთვისთვის, შესაძლოა, ციხეში მოხვდნენ!
მშობლებს, რომლებიც "ფეისბუქზე" თავიანთი ბავშვების ინტიმურ ფოტოებს ტვირთავენ, ციხე ემუქრებათ: აფრთხილებს მოქალაქეებს საფრანგეთის პოლიცია.

გასაგებია, რომ საფრანგეთის მოქალაქეებს მსგავსი ქმედებისთვის ციხეში არავინ ჩასვამს, მაგრამ როდესაც ბავშვი გაიზრდება და გადაწყვეტს, უჩივლოს საკუთარ მშობლებს, მათ მკაცრი სახჯელი ელით: საუკეთესო შემთხვევაში, მშობლებს 35 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა, უარეს შემთხვევაში - ციხე ემუქრებათ! ამ გზით, ევროპული პოლიცია ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას იცავს.

პრობლემა არცთუ ისე თითიდან გამოწოვილია, როგორც, შესაძლოა, თავიდან მოგეჩვენოთ. მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლა უიტონი გაზეთ თჰე Gუარდიან
-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს:

"ვფიქრობ, ერთხელაც მშობლების მიმართ ბავშვების მასობრივ უარყოფით რეაქციას შევეჯახებით. ეს მოხდება, როდესაც ისინი გაიზრდებიან და გააცნობიერებენ, რომ მათი პირადი ცხოვრება ინტერნეტში ხელმისაწვდომი იყო დაბადებიდანვე". იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნინა
იქნებ ქართველმა მშობლებმაც შეიგნონ,რომ ბავშვის დაბადებისთანავე მისი ფოტოების ატვირთვა და შემდგომ გაუთავებლად იმის ჩვენება,როგორ ამოუვიდა კბილი,როგორ გაიარა,როგორ გაიცინა,იტირა,დააცემინა და ა.შ.,ძალიან დიდი სისულელეა?!დაიცავით თქვენი შვილები და ნუ ამზეურებთ მის ყოველ ,,ნაბიჯს",ეს საშიშიცაა...მე პირადად,ჩემი შვილების არცერთი ფოტო არ მიდევს ჩემს გვერდზე...
23:30 / 13-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS