1. არ აქვთ ბევრი მიზანი
პირველი ყველაზე დიდი შეცდომა, მიზნის არ ქონაა, ხოლო მეორე შეცდომა - ზედმეტად ბევრი მიზნის დასახვა. წარმატებული ადამიანები, ერთდროულად მხოლოდ რამდენიმე მიზანს ისახავენ, რადგან იციან, რომ მიზნის მიღწევას დიდი შრომა და ძალსიხმევა სჭირდება.
2. მიზანს, მხოლოდ საკუთარი პრიორიტეტების მიხედვით ისახავენ
წარმატებულ ადამიანებს, ერთდროულად რამდენიმე მიზნის მიღწევა შეუძლიათ,
მაგ: როგორიცაა ეიზენჰაუერის მატრიცა.
მან მიზნები ოთხ ნაწილად დაჰყო:
სასწრაფო და მნიშვნელოვანი;
მნიშვნელოვანი, მაგრამ არა სასწრაფო;
სასწრაფო, მაგრამ არა მნიშვნელოვანი;
არც სასწრაფო და არც მნიშვნელოვანი.
განრიგი შეგიძლიათ ამოიწეროთ და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენოთ.
3. მიზნისკენ გეგმის გარეშე არ ისწრაფვიან
წარმატებულებს, ყოველთვის აქვთ შემუშავებული გეგმა, რომელიც მიზნის მიღწევაში დაეხმარება. XX საუკუნის დიდი მხატვარი, პაბლო პიკასო ამბობდა:
"მიზანი მხოლოდ გეგმის დახმარებით მიიღწევა, რომლისაც მხურვალედ გვჯერა და რომლითაც აქტიურად უნდა ვიხელმძღვანელოთ. წარმატების მისაღწევად, სხვა გზა არ არის".
4. არარეალურ მიზნებს არ ისახავენ
არ ისახავენ არარეალურ მიზნებს და მხოლოდ რეალურ მიზნებზე არიან მობილიზებულნი. უნდა შეცვალოთ ის, რისი შეცვლაც შეგიძლიათ, სხვა დანარჩენზე კი ნუ იღელვებთ.
დაისახეთ რეალური მიზნები და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყევით მათ.
5. არ ისახავენ მიზანს, რომელიც არ ახარებს
საკუთარი თავის მოტივირებისთვის, მიზნის დასახვისას, უნდა გააანალიზოთ რას მოგიტანთ ეს მიზანი. როცა დადებით შედეგებზე ფიქრობთ, მიზნის მიღწევას შეძლებთ და ოცნებას რეალობად აქცევთ.
6. ერთი მიმართულებით არ ფიქრობენ
წარმატებული ადამიანების თვალსაწიერი ფართოა. იციან, რომ თუ იმუშავებენ, ყველაფერს მიაღწევენ. იციან, რომ ბედი მათ ხელთაა და ნებისმიერი სირთულის მიუხედავად, დასახულ მიზანს მიაღწევენ. ერთ გადაწყვეტილებაზე არ იციკლებიან, თუ ერთი სასურველ შედეგამდე ვერ მიიყვანს, სხვა გამოსავლის ძიებას იწყებენ და მიზანს აღწევენ.
7. გამუდმებით არ წუწუნებენ
წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანებს შორის ერთი სხვაობაა, წარუმატებელი ადამიანი გამუდმებით წუწუნებს და არაფერს აკეთებს, როცა წარმატებული ხმაამოუღებლად მუშაობს. ნაცვლად წუწუნისა, არასასიამოვნო სიტუაციის გამოსწორებაზე ფიქრობენ.
8. საკუთარ ეგოს ებრძვიან
საკუთარ ეგოს, გამოჩენის უფლებას არ აძლევენ და მოკრძალებულები რჩებიან. ვინც ამ პრინციპს არ ითვალისწინებს, წარუმატებელი ხდება, რადგან ქედმაღლობა წარმატების მტერია.
9. უსაქმოდ არ არიან
წარმატებული ადამიანები, უსაქმურად არასდროს სხედან. წიგნების თუ სხვა ადამიანების დახმარებით, სწავლას არასდროს წყვეტენ. იციან, რომ წარმატება, ძალისხმევის გარეშე არ მოდის.
ნაოკო ვატანაბე