07 მაისი, 2016
ამბავი მამაკაცზე, რომელიც იდეალურ ქალს ეძებდა
ამქვეყნად ცხოვრობდა ერთი ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება გაურბოდა ქორწინებას. სასიკვდილო სარეცელზე, 90 წლის ასაკში, როცა სიკვდილს ებრძოდა, ერთმა ახლო ადამიანმა ჰკითხა:

- ცოლი მაინც არ შეირთე და მიზეზი არასდროს გითქვამს. ახლა, როცა სიკვდილის პირას ხარ, შეგიძლია გვითხრა, რატომ? თუ რაიმეს საიდუმლოდ ინახავ, ახლა მაინც გაგვიმხილე - შენ ხომ ამ სამყაროს სამუდამოდ ტოვებ. თუ საიდუმლოს გაამხელ, ზიანს მაინც ვერ მოგიტანს.

მოხუცმა უპასუხა:

- ჰო, ერთი საიდუმლო მაქვს.ქორწინების წინააღმდეგი არ ვყოფილვარ, უბრალოდ იდეალურ ქალს ვეძებდი. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება,
ძიებაში გავატარე და ასე გავიდა დრო.

- ნუთუ, ამ უზარმაზარ სამყაროში, სადაც მილიონობით ადამიანი ცხოვრობს, რომლის ნახევარი ქალია, შენთვის ის ერთადერთი, იდეალური ქალი ვერ იპოვე?

მომაკვდავი მოხუცის ლოყაზე ცრემლი ჩამოგორდა და უპასუხა:

- არა, ერთი მაინც ვიპოვე.

მაშინ შეშფოთებული კითხვა მოისმა:

- აბა რა მოხდა, ერთად ყოფნაში ხელი რამ შეგიშალათ?

მომაკვდავმა კი თქვა:

- ის ქალი იდეალურ მამაკაცს ეძებდა...

ანაბელ ლაჩოვსკი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS