06 მაისი, 2016
რატომ ხდებიან ებრაელი ბავშვები გენიოსები - აღზრდის 7 მეთოდი
ნებისმიერი ებრაელი მშობლის სიყვარული ბავშვებისადმი, უსაზღვროა. ბავშვის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება, სხვა არც ერთ ერს არ აქვს. ებრაელი ბავშვები სიყვარულისა და ყურადღების ნაკლებობას არ განიცდიან.

1. ბავშვები არ უნდა დააკომპლექსოთ

ებრაელი დედა არასდროს ეტყვის შვილს, რომ ის ცუდია. დედა ყოველთვის ეუბნება - ისეთ კარგ ბიჭს, როგორიც შენ ხარ, როგორ შეუძლია ასეთი რამ გააკეთოს?

"ჩემს შვილს ნაკლი არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს" - ეს არის ებრაელი დედის პოზიცია. რა თქმა უნდა, ამჩნევენ ნაკლსაც, თუმცა ამაზე მათ გარდა
არავინ იცის.

2. გონივრული თავისუფლება

ებრაელი მშობლებისთვის, ბავშვებისთვის თავისუფლების მინიჭება, სპეციალური აღზრდის მეთოდი სულაც არ არის, მათთვის ეს ჰაერია, რომლის გარეშე სუნთქვაც შეუძლებელია.

მკაცრ დასჯას მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როცა ბავშვი ყოველგვარ ზღვარს სცდება.

3. ბავშვის შექება ნებისმიერი მიზეზით

დედა ბავშვს, დაბადებიდან აქებს. ებრაელი დედა, ბავშვის ყველაზე უმნიშვნელო და პატარა მიღწევებითაც ბედნიერია და საქებარი სიტყვებით ანებივრებს. ამას ყველა მისი მეგობარი თუ ნაცნობი გაიგებს, მთავარია ბავშვი ხედავდეს, რომ მას სხვების თანდასწრებით აქებენ.

მისი სურვილი და სწრაფვა - აკეთოს კარგი, მაშინ გაიზრდება, თუ მოასმენინებთ, როგორ უზიარებთ მის წარმატებებზე მეგობრებს.

4. საკუთარ ქმედებაზე დიდი პასუხისმგებლობის განცდა

ებრაელებს მიაჩნიათ, რომ ყველაზე უმნიშვნელო სიტყვებსა და პატარა ქმედებებსაც, ბავშვზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ამიტომ საკუთარ ქცევებსა და სიტყვებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და ამით შვილებს მაგალითს აძლევენ.

5. სიყვარული და პატივისცემა ოჯახში - ბავშვის ჯანსაღი ფსიქიკის საწინდარია

ებრაელებისთვის ოჯახის საყრდენი ცოლ-ქმარია - დედა და მამა, ამიტომ ბავშვებს ასწავლიან, რომ ყურადღება პირველ რიგში მშობლებს სჭირდება. ეს ბავშვებისთვის კარგი მაგალითია და შვილი საკუთარ ოჯახშიც მსგავს სიტუაციას დაამყარებს.

6. ისწავლეთ იყოთ მშობლები

გოგონა უკვე გათხოვებამდე, მზადაა დედობისთვის და ასწავლიან, რომ მათი მთავარი კარიერა - სახლი და ოჯახია.

წარმატებული, დამოუკიდებელი და ფეხზე მყარად მდგომი შვილების აღსაზრდელად, ებრაელმა ბრძენმა ხალხმა, მთელი სააღმზრდელო სისტემა შეიმუშავეს, რომელსაც სპეციალურ კურსებზე გაეცნობით. მსოფლიოს ბევრ ქალაქში, აღზრდის მსგავსი წესი, სინაგოგებსა და ებრაულ სკოლებში მოქმედებს.

7. ასწავლეთ ბავშვებს დროის სწორად განაწილება

ებრაელმა ბავშვებმა არ იციან რა არის სიზარმაცე და ფუჭი საუბრები. ბავშვები ადრეული ასაკიდან ძალიან დაკავებულები არიან და მათთვის ეს ნორმალურია.

ნოაკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ჰმმ
ჯერ ის გაიგეთ და გაარკვიეთ, როგორ ექცევიან ისრაელის საზთვარზე ქართველებს და მერე აქეთ და ადიდეთ თუ ამის სურვილი დაგრჩებათ რა თქმა უნდა, მაგრამ ვეჭვობ აქ უმრავლესობა ებრაელის კომენტარია და თურმე ცუდის შემჩნევა როგორ ეკადრებათ, ისინი ხომ უნაკლოები. არიან!
10:18 / 27-02-2017
გამოხმაურება / 0 /
ნი
ეს ერი არის გენიოსი, მეგობრობაშიც სამშობლოს სიყვარულშიც და ერთგულნი 5 წელი ვიყავი და კარგად გავიცანი ამიტომ ააშენეს ძლიერი ქვეყანა თუ მივბაძავთ ბევრ რამეში
13:54 / 17-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ამერიკაში ყოფნის დროს გავიცანი ერთი ოჯახი,ებრაელები, ბებია,ბაბუა, დედა და მამა ექვსი პატარა შვილით. ოჯახი უმდიდრესი იყო. ახალგაზრდა დედა თუ არ ვცდები 35წლამდე.პატარა ორი თვის ყავდა და ძუძუთი კვებავდა, სახიდან მუშაობდა და უზსრმაზარ კომპანიას მართავდა. ძალიან სადად ცხოვრობდნენ, ბავშვებს აღმერთებენ და ყველაფერს საუკეთესოს აძლევენ საკვებიდან დაწყებული სწავლით დამთავრებული. ბავშვები მათთვის ნომერ პირველი საზრუნავია. ძალიან ვაფასებ ამ ერს.
12:15 / 06-09-2016
გამოხმაურება / 0 /
თემური
ძალიან ლოგიკურიცაა ბავშვს ისეთი აღზრდა სჭირდება რო არსდროს დათრგუნო
22:56 / 29-08-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ეს მარტო იზრაელში კი არა ევროპის ბევრ ქვეყანაში მასეა... მაგალითად გერმანიაში. ძალიან დიდი სიყვარულით ზრდიან ბავშვებს, არასოდეს უყვირიან თუ რამე დააშავეს.. უბრალოდ გასაგებად უხსნიან ყველაფერს!და სხვათა შორის რაც არ უნდა ბევრი ფული ქონდეს ოჯახს არ ანებივრებენ ბავშვებს. ძალიან მოკრძალებულად აცხოვრებენ ჩვენგან განსხვავებით. ასცავლიან რომ ყველაფერი ფული ღირს და ასე ადვილად ვერ მოიპოვებენ :)
23:39 / 08-05-2016
გამოხმაურება / 0 /
jemali
ჩემი კლასელი და ძმაკაცი ბავშვთა საავადმყოს ექიმია, საკმაოდ წარჩინებული, ერთი შვილი ყავს, როცა უთხარი მეტი რატომ არ იყოლიე მეთქი, მიპასუხა, წამოდი სასაფლაოზე რამდენი გაჩვენო შვილისგან მკვდარიო, შენ კი ერთი მაჩვენე შვილისგან გაცოცხლებულიო, მას ერთი ქალიშვილი ყავდა, ადრე გაათხოვა ისრაელში, ქორწილზე უამრავი ტორტი მოართვეს, საკმაოდ ძვირადღირებული, ყველაზი იაფი 300 დოლარი ღირდა, აქ გაზრდილი ებრაელი ხომ იცით, იფიქრა მეზობლებს მივართმევო, იცით რა უპასუხეს? თუ გვინდა მივალთ მაღაზიაში და ვიყიდიტო, ამ დონეზე მიგვიყვანოს მთავრობამ და მერე ილაპარაკეთ, ბავშვებს რომ ნიშნავენ მინისტრებად, ისრაელის მთავრობის წევრების ასაკსაც შეხედეთ.
19:07 / 07-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ლია
ბავშობიდანვე დაკავებულები არიან იმიტომ რომ მათ მშობლებს საშუალებაც აქვთ გადაიხადონ ყველა წრეზე სასიარულო ფული. ცჰვენ შვილებს ბულკის ფულსაც ვერ ვაზლევთ არ ქონის გამო მაგრამ ის ფაქტია რომ მუშაობას აჩვევენ პატარაობიდანვე და ფულის ფასი იციან. ცჰვენსავიტ მზამზარეულს არ აწვდიან ლანგარიტ
22:57 / 06-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS