05 მაისი, 2016
5 რამ, რასაც მამაკაცი მხოლოდ საყვარელი ქალისთვის აკეთებს
არსებობს უამრავი რამ, რაც კაცმა ქალისთვის შეიძლება გააკეთოს, მაგრამ არსებობს 5 ძირითადი გამონაკლისი, რასაც მამაკაცი მხოლოდ საყვარელი ქალისთვის აკეთებს:

1. გულმოდგინედ გისმენს

როცა ადამიანის მიმართ გულგრილი არ ხარ, მისი თითოეული სიტყვა მნიშვნელოვანია. გაინტერესებს მისი აზრი და ითვალისწინებ რჩევებს. სწორედ მსგვასი მახასიათებლებით ამოიცნობ მამაკაცს.

როცა საკმარისად გენდობა იმისთვის, რომ დახმარება ან რჩევა გთხოვოს, მაშინვე იგრძნობ, რომ ძალიან უყვარხარ.

2. განსჯ
ის და შეგეკამათება

როცა შედეგი არ გაინტერესებთ, არც კამათისთვის იწუხებთ თავს. ამიტომ, თუ მამაკაცს რაიმე საკითხის გადაჭრა მართლა სჭირდება, ის განიხილავს და შეგეკამათებათ, ვიდრე გადაწყვეტილებას არ მიიღებთ.

3. მზადაა აზრი შეიცვალოს

ყველაზე ჯიუტი მამაკაციც კი, მზადაა საყვარელი ქალისთვის აზრი შეიცვალოს. მხოლოდ იმიტომ რომ აფასებს და მისი აზრი მნიშვნელოვანია. კომპრომისზე სიხარულით წამოვა.

4. თქვენთვის ყოველთვის იბრძოლებს

და არა იმიტომ, რომ მამაკაცური ღირსებები დაამტკიცოს, იმიტომ, რომ იცის თქვენნაირის პოვნა რთულია. არ სურს შენი დაკარგვა და ბოლომდე იბრძოლებს.

5. საყვარელი ქალისთვის ყველაფერს გააკეთებს

შეყვარებული მამაკაცი, საყვარელ ქალს ყოველთვის გვერდში უდგას, მასთან ერთად არც გართობაზე ამბობს უარს და საკუთარ ოცნებებს უზიარებს. მთელი ცხოვრების ერთად გატარებაზე ფიქრობს და ყველაფრის ერთობლივად გადალახვის სურვილი კლავს.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS