04 მაისი, 2016
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც პირველივე გამოჩენისთანავე ჭკუიდან გადაგიყვანთ
არსებობენ ადამიანები, რომლებიც საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს ყოველთვის იზიდავენ და მნიშვნელობა არ აქვს, რა აცვიათ, ან რას ფიქრობენ. მაგიური მიმზიდველობა ყოველთვის თან ახლავთ.

ზოდიაქოს 3 ყველაზე სექსუალური ზოდიაქოს ნიშანი

მშვილდოსანი

მშვილდოსნის პარტნიორს ალბათ ყველაზე მეტად გაუმართლა, რადგან მეორე ნახევართან ურთიერთობაში ის ყველაზე ვნებიანია.

მშვილდოსნებს, საწოლში ჰარმონია უყვართ და საყვარელი ადამიანისთვის მაქსიამალური სიამოვნების მისანიჭებლად, ყველაფერს გააკეთებს.

მათი მიმზიდველობის საიდუმლო, უწყვეტ შინაგან ენერგიასა და თავდაჯერებულობაშია, რაც არამარტო კარიერულ წარმატებას უწყობს ხელს, არამედ მის სექსუალურობასაც უსვამს ხაზს.

მორიელი

სხვა
ზოდიაქოს ნიშნებისგან, მორიელს მონოგამიური ხასიათი გამოარჩევს. ახალი ურთიერთობებისთვის მზად ყოველთვის არის.

ურთიერთობაში ექსპერიმენტები, ნებისმიერ ჩვენგანს სურს, თუმცა მზად ყველა არ არის. მორიელი კი საკუთარ თავსა და პარტნიორს, ვნებიანად და თავშეუკავებლად შეისწავლის. ნეტარების მისაღწევად ახალ-ახალ საშუალებებს იყენებს.

სამწუხაროდ მორიელი ხშირად იცვლის პარტნიორს, რის გამოც შესაძლოა, მასთან ურთიერთობის სურვილი დაკარგოთ. თანაც, ღალატისთვის თავს მხოლოდ სექსუალური მოთხოვნილებებით იმართლებს და არც სინდისის ქენჯნა აწუხებს.

ტყუპი

ტყუპის ცვალებადი ხასიათი ძალიან მიმზიდველია მათთვის, ვინც ყოველდღიური ცხოვრების ერთფეროვნებამ დაღალა. მათ შეუძლიათ, ადამიანს თავი ერთი ნახვით შეაყვარონ.

ერთის მხრივ ტყუპები ნათელი, მოდური, საინტერესო და სექსუალური პიროვნებები არიან, თუმცა ხშირად მხოლოდ საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ზრუნავენ.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS