ვიდრე ოჯახს შექმნით, თქვენი ცხოვრების პირველი მამაკაცი, სწორედ ძმაა და მნიშვნელობა არ აქვს უფროსია თუ უმცროსი, ის ამ სტატუსს იმსახურებს.
1. ყოველთვის იცის, როცა თქვენი პარტნიორი თქვენთვის შესაფერისი არ არის
როცა ურთიერთობაში რაიმე პრობლემები გაქვთ, თქვენი ძმა გვერდში გიდგათ და როცა ყველაფერი ჩაივლის, ცრემლი შეგაშრებათ,
2. უპირობოდ უყვარხართ, ცოდვებით თუ ნაკლით
შეგიძლიათ მამიკოს საყვარელი გოგო იყოთ, თუმცა თქვენზე მამამ იმის ნახევარიც არ იცის, რაც ძმამ, ამიტომ რამდენადაც არ უნდა ეცადოთ მასთან სერიოზულ საუბარს გაექცეთ, საჭირო რჩევებს მაინც მოგცემთ.
ძმამ ცხოვრების ყველაზე საშინელ მომენტებში გნახათ და მაინც უყვარხართ.
3. ყოველთვის დაგიცავთ
არავის სჭირდება მცველი თუ ძმა ჰყავს გვერდით. დასახმარებლად ნებისმიერ დროს თქვენთან გაჩნდება და დაგიცავთ, ვიდრე მშვენიერი პრინცი გამოჩნდება.
4. მშობლების თვალში თქვენს რეპუტაციას ამაღლებს
როცა ცხოვრებაში, შეცდომების გამო მშობლები გსაყვედურობენ, ძმა თქვენი შეცდომების გამართლებას ცდილობს და სურს მათ თვალში ყოველთვის "კარგი გოგო" დარჩეთ.
5. ერთადერთი ადამიანი ვისთანაც ერთ ენაზე საუბრობთ
მშობლებთან ასაკის ბარიერი გაფერხებთ, სკოლის მეგობრებთან განსხვავებული ხასიათი, ძმასთან კი ეს პრობლემები არ გაწუხებთ.
6. გაცინებთ
ყოველთვის ახერხებს თქვენს გაცინებას, ხასიათებით ერთმანეთს გავხართ. არავის შეუძლია ისე ზუსტად და სწორად განეწყოს თქვენს მიმართ, როგორც ახლობელ სულს.
7. საიდუმლოების შენახვა შეუძლია
მას ყველაზე სასაცილო თუ სამარცხვინო სიტუაციებში უნახავხართ, თუმცა საიდუმლოებს არასდროს გასცემს.
8. აფასებს თქვენს რჩევებს
გხედავთ დეპრესიაში, ასევე ნაბახუსევის დროს, ამიტომ თქვენს შეცდომებზე სწავლობს.
დროთა განმავლობაში ეს ჩვევა ღრმავდება და თქვენს რჩევებს სულ უფრო ხშირად ითხოვს. დის სიტყვებს ისე აფასებს, როგორც არავინ.
9. მისი ლოიალურობის მხარდაჭერა არ გჭირდებათ
მეგობრებს შორის ურთიერთობა იკარგება, თუ თვეების განმავლობაში ერთმანეთს არ ნახულობენ. თქვენი ძმა კი წლების შემდეგაც, ძმად რჩება, მაშინაც კი თუ ერთმანეთს კილომეტრები გაშორებთ. ზრდასრულ ცხოვრებაშიც დაგეხმარებათ, მიუხედავად რამდენიმე წლიანი უნახაობისა.
10. ყველაზე დიდი და ერთგული თაყვანისმცემელია
დედა, რა თქმა უნდა, ამაყობს თქვენით, მაგრამ უმცროსი ძმა თქვენით აღფრთოვანებულია. თქვენს ნებისმიერ წარმატებას სახალხოდ აცხადებს და მეგობრებთან თავს იწონებს თქვენით.
11. ჩარჩოში გსვამთ
ყველაფერთან ერთად, ძმამ ისიც იცის, რომ თავს კარგავთ და როცა უფსკრულის ზღვარზე დგახართ, რეალობაში გაბრუნებთ. ხანდახან ამის გამო შესაძლოა თავი დამცირებულად და ისევ პატარა ბავშვად იგრძნოთ, მაგრამ გაჯავრება არ ღირს, რადგან მისთვის, თქვენც იმავე როლს ასრულებთ.
12. თქვენთვის ყველაფერს გააკეთებს
მიუხედავად დაკავებულობისა, ყოველთვის გამონახავს დროს და ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ თქვენი თხოვნა შეასრულოს და სანაცვლოდ არასდროს არაფერს ითხოვს.
მატასი ცხომელიძე