საუკეთესო გამოსავალი, არა ყურების დახშობა, არამედ საუბარი და მისი ფიქრებისთვის სწორი მიმართულების მიცემაა.
ეჭვიანობის სრული აღმოფხვრა, ალბათ შეუძლებელი იქნება, თუმცა ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის, რამდენიმე რჩევას მოგცემთ:
უსმინეთ და მასთან კომნიკაცია წინააღმდეგობის გარეშე დაამყარეთ
ნუ უგულებელყოფთ მის სიტყვებს, რადგან ერთმანეთს დაგაშორებთ. მოსმენილით გამოწვეული გაღიზიანება და ბრაზი დაივიწყეთ და
მაგალითად თუ მეგობრის გამო ეჭვიანობს, იქნებ თქვენგან მეტი ყურადღება სურს. სცადეთ შეიგრძნოთ ის, შემდეგ ჰკითხეთ რამდენად სწორად გაიგეთ მისი გრძნობები. ჰკითხეთ რას გრძნობს, სჭირდება თუ არა მეტი ყურადღება და თქვენთან ერთად ხშირად განმარტოება. კითხვები ფრთხილად და ტაქტიანად დაუსვით.
საზღვრები დაუწესეთ და ჰკითხეთ, რა სურს სინამდვილეში თქვენგან.
მხოლოდ იმიტომ, რომ არ გენდობათ, არ ნიშნავს ყველა კითხვაზე პასუხი გასცეთ. ოდესღაც მაინც მოუწევს სერიოზული ნაბიჯი გადადგას და უბრალოდ ენდოს თქვენს სიტყვას.
ვიდრე ეს ეტაპი დადგება, ჰკითხეთ, რას ითხოვს სინამდვილეში თქვენგან. იქნებ რაიმეს ვერ იგებთ.
საკუთარ ემოციებთან გამკლავებაში, დახმარების სურვილის გამოთქმისას საზღვრების დაწესება ნუ დაგავიწყდებათ. ნუ მოირგებთ დამნაშავის როლს, ანუ აგრძნობინეთ, რომ არ აპირებთ ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემას, რომლებიც ბრალდებას ჰგავს, მაგრამ მზად ხართ გაუზიაროთ ყველაფერი, რასაც აკეთებთ, თუ ეს ურთიერთობის განმტკიცებას დაეხმარება.
ეს ის გარდამტეხი მომენტია, როცა თქვენ და თქვენს პარტნიორს ზუსტად შეგიძლიათ გააცნობიეროთ, ურთიერთობის რომელ ეტაპზე იმყოფებით და სადამდე გსურთ გაგრძელება. ერთად მეტი დრო უნდა გაატაროთ და ამ მოთხოვნას, მის ეჭვიან შენიშვნებში ადვილად შეამჩნევთ.
მატასი ცხომელიძე