03 მაისი, 2016
"ეშმაკის კოლექცია" - იგავი უიმედო მწუხარებაზე
დიდი ხნის წინათ, ეშმაკმა საკუთარი შესაძლებლობებით თავის მოწონება გადაწყვიტა და ყველა ხელსაწყო, რომელსაც იყენებდა, გაასაჯაროვა. ფრთხილად მოათავასა ისინი, მინის ვიტრინაში.

იმისთვის, რომ ყველას გაერჩია მათი ღირებულება და არსი, თითოეულ მათგანს იარყილი მიაკრა.

რაც შეეხება კოლექციას: აქ იყო, შურის ბრწყინვალე ხანჯალი, მრისხანების ურო, გაუმაძღრობის ხაფანგი. თაროებზე შიშის, სიამაყისა და სიძულვილის ყველა იარაღი განალაგა. ლამაზ ბალიშზე მოთავსებული თითოეული ხელსაწყო, ჯოჯოხეთის სტუმრების აღფრთოვანებას იწვევდა.

მოშორებით, ყველაზე პატარა, საკმაოდ გაცვეთილი და უგვანო ხის სოლი, იარლიყით - "უიმედობა" იდო. ყველას
გასაოცად, ამ ხელსაწყოს ღირებულება ბევრად მეტი იყო, ვიდრე დანარჩენი ხელსაწყოები, ერთად აღებული.

კითხვაზე, თუ რატომ აფასებს ეშმაკი ამ ხელსაწყოს ამდენად, პასუხი შემდეგი იყო:

despair

- ეს ჩემს არსენალში ერთადერთი ხელსაწყოა, რომლის იმედიც შემიძლია მქონდეს, როცა ყველა დანარჩენი ხელსაწყოს გამოყენება უშედეგო აღმოჩნდება - და ხის სოლს ნაზად გახედა.

თუ მოვახერხებ სოლი ადამიანს თავში ჩავარტყა, ის ყველა დანარჩენ ხელსაწყოს კარს გაუღებს...

მატასი ცხომელიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS