- მარინა, შენი მართლა არ მესმის. თავს რატომ ითრგუნავ?
შვილიშვილები მატარებლამდე მიგიყვანენ, ვაგონში შეგაცილებენ, ბარგს დაგილაგებენ, ცოტა ლოდინი მოგიწევს და უკვე დილით, მე და გოგონები, კომფორტულ ტაქსიში გადაგიყვანთ და დანიშნულების ადგილზე მიგიყვანთ.
რომელი წლები? რაზე საუბრობ, ვერ ვიგებ..
ამბობ, ძველებურად აღარ ხარ და რომ ის წლები აღარ არის.. რატომ ფიქრობ ასე? მარინა, ადგომაც კი არ გჭირდება. უბრალოდ აგიყვანენ, გადაგიყვანენ,
მარინა, შენი დანიშნულება მხოლოდ ერთი და ძალიან მარტივია: იწვე, შამპანიური დალიო და ხანდახან სხვებს თავი შეახსენო, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ და სასმელის დამატება გჭირდება.
მატასი ცხომელიძე