30 აპრილი, 2016
რაზე მეტყველებს "ვენერას ღრმულები" ქალის სხეულზე
მამაკაცებმა დიდი ხანია შეამჩნიეს, რომ განსაკუთრებით იზიდავთ ქალების სხეულზე წელქვემოთ არსებული ორი პატარა ჩაღრმავება. მეცნიერებმა ისიც კი გამოითვალეს, რომ ეს ადგილი 20%-ით ზრდის ქალის სექსუალობას. სხვათა შორის, ამ ადგილის სილამაზე და დახვეწილობა პირველად ძველმა ბერძნებმა შენიშნეს და მას ვენერას ღრმულებული უწოდეს, სწორედ იმიტომ, რომ ეს ორი პატარა ჩაღრმავება ქალის სხეულს განსაკუთრებულ ხიბლსა და მიმზიდველობას მატებს.

ცივილიზებული კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში მოქანდაკეები, მხატვრები, პოეტები ხოტბას ასხამდნენ ქალის სხეულის ამ ნაწილს. ასე იყო XXI საუკუნის დასაწყისამდე, სანამ
მედიკოსები მეცნიერულად არ მიუდგნენ "ვენერას ღრმულებს".

როგორც აღმოჩნდა, ეს საყვარელი ღრმულები, რომლებიც მენჯის ძვლების შეერთების ადგილზეა განლაგებული, მეტყველებს კარგ სისხლის მიმოქცევასა და ჯანმრთელობაზე - ეს ეხება ქალებსაც და მამაკაცებსაც. ქალები, რომლებსაც გამოკვეთილი აქვთ "ვენერას ღრმულები", ადვილად მშობიარობენ, ყოველგვარი გართულების გარეშე და ადვილად აღწევენ ორგაზმს!

ასე რომ, ქალის სხეულის ეს ნაწილი სამართლიანად ითვლება ძალიან სექსუალურად, მისი მფლობელი კი - ყველაზე ვნებიან პარტნიორად.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS