29 აპრილი, 2016
გაიგეთ, რომელი მაგიური შესაძლებლობითაა დაჯილდოვებული თქვენი ზოდიაქოს ნიშანი
წინასწარმეტყველური ნიჭით ყველა ადამიანი დაჯილდოვებული არ არის, თუმცა ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ეს თვისება ზოდიაქოს ნებისმიერ ნიშანს ახასიათებს და დროთაგანმავლობაში უვითარდებათ.

გაიგეთ, რომელი მაგიური შესაძლებლობა ახასიათებს თქვენს ზოდიაქოს ნიშანს:

ვერძი

კარგი ინტუიციის გრძნობა აქვს და ხშირად საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდება. თუ ვერძი ოკულტური ცოდნითაა დაინტერესებული, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რადგან მისი სურვილები და ამბიციები ცუდ შედეგს გამოიღებს.

კურო

კურო ეზოთერიკისა და მაგიის მიმართ დიდ ინტერესს არ იჩენს, თუმცა გარკვეული შესაძლებლობები აქვს. ხანდახან, გაუცნობიერებლად ადამანის დაწყევლა ან
მოჯადოება შეუძლია, ამიტომ საკუთარ ფიქრებსა და სიტყვებთან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. თუ მათ ცხოვრებასა და კეთილდღეობას საშიშროება ელის, ავის მომასწავებელ სიზმარს აუცილებლად ნახავს.

ტყუპი

კონცენტრაცია და მედიტაცია საერთოდ არ გამოსდით, ამიტომ არავითარი მაგიური ნიჭი არ აქვთ. თუმცა თავად მაგიური ძალებისგან დაცული არ არიან და ხშირად ავი თვალისგან იტანჯებიან.

კირჩხიბი

გარე სამყაროს მიმართ ძალიან მგრძნობიარეა, ინტუიცია არასდროს ღალატობს. მათი სიზმრები ხშირად ამართლებს.

ლომი

მათგან ექსტრასენსი იშვიათად გამოდის. მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავენ, ამიტომ ზებუნებრივი ძალების მოსაკრებად ნებისმიერი შეზღუდვა, მათთვის უცხოა.

ქალწული

ასევე კარგი ინტუიციით არიან დაჯილდოვებული, მაგრამ ეს ავი თვალისა და წყევლისგან ვერ იცავს. ზოდიაქოს ეს ნიშანი ძალიან დაუცველია და მათზე ძალიან ადვილად მოქმედებს წყევლა.

სასწორი

სასწორებს განკურნების ძალა აქვთ. მათ სურვილს, დაეხმარონ ხალხს, სასწაულების მოხდენა შეუძლია. გარდა ამისა სასწორს სასიყვარულო ჯადოს გაკეთება შეუძლია, ამაში საუკეთესოები არიან.

მორიელი

ზოდიაქოს ყველაზე მაგიური ნიშანი. დაბადებიდან აქვს წინათგრძნობის ნიჭი. წინასწარმეტყველების, ჰიპნოზისა და ეზოთერიკის დარგში დიდ მწვერვალებს მიაღწევს. თუმცა საკუთარ შესაძლებლობებთან სიფრთხილე მართებს, რადგან ადვილად შეუძლია ადამიანს ზიანი მიაყენოს.

მშვილდოსანი

წინასწარგანჭვრეტის უნარი ნამდვილად აქვს. აინტერესებს ყველაფერი, რაც უცხოა. მაგრამ ეზოთერიკისა და ოკულტური ცოდნის მიღების მიუხედავად, პრაქტიკაში თითქმის არ იყენებს.

თხის რქა

სჯობს მაგიასთან კავშირი საერთოდ არ ჰქონდეს. ზოდიაქოს ამ ნიშანს, შეუძლია ზიანი

მიაყენოს როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფებს. საბედნიეროდ ამ სფეროში მოღვაწე თხის რქები, იშვიათად გვხვდება.

მერწყული

სიზმრების ახსნა ეხერხება. ადამიანების ამოცნობა და კარტზე მკითხაობა შეუძლია. მერწყულებს შორის, ბევრი ენერგეტიკული ვამპირია.

თევზები

ოკულტიზმით დაკავება, მათთვის რეკომენდებული არ არის. ზედმეტად მგრძნობიარეა და მისი ენერგეტიკული უსაფრთხოება ძალიან სუსტია.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
დაიე
მშვილდოსანი ვარ მაგრამ ძალიან ძლიერი ინტუიცია მაქვს. მორიელზეც მართალი ხართ დედაჩემს ისეთი წინათგრძნობა აქვს რო იტყვის ზუსტად ისე ხდება. მე ძირითადად სიზმრებს ვნახულობ რომელიცც აუცილებლად ხდება.
20:37 / 18-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS