28 აპრილი, 2016
8 ნიშანი, რომ ძლიერი და საშიში პიროვნება ხართ
როცა საქმე ძლიერ პიროვნებასთან გაქვთ, რთულია გაარკვიოთ სინამდვილეში როგორი ხასიათი აქვს.

ზოგი ფიქრობს, რომ მბრძანებლური და ამპარტავი, ზოგის აზრით კი ძალიან უხეში ხართ.
გთავაზობთ რამდენიმე ნიშანს, რომ მტკიცე ხასიათი გაქვთ და თქვენი დანახვისას უნდა ცახცახებნენ:

თავის გამართლება არ გიყვართ

თავის მართლების ატანა არ გაქვთ და არც ვინმეს წუწუნის მოსმენას აპირებთ. უბრალოდ იცით რა გსურთ, საკუთარ შესაძლებლობებზე ხართ მობილიზებული და მეტის მიღწევაზე ფიქრობთ.

თქვენს ცხოვრებაში შემოსვლის უფლებას ყველას არ აძლევთ

ძლიერი პიროვნება, არ ცდილობს სხვებს თავი
მოაწონოს საკუთარი შესაძლებლობებით- ვინ არის და რას წარმოადგენს. თუმცა კარგად გესმით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ რას ამბობენ სხვები მათზე.

მაშინაც კი, თუ ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბებულხართ საკუთარ თავში, არც მეგობარი, არც უფროსი ან ახლო ნათესავი გჭირდებათ, რომ დაუმტკიცოთ, რა შეგიძლიათ.

სისულელე, თანაგრძნობის არ ქონა და იგნორირება გძაგთ

ძლიერი პიროვნებები, იშვიათი და ერუდირებული ხალხია. ბევრ დროსა და ენერგიას ხარჯავთ, რათა ცოდნა სასარგებლოდ გამოიყენოთ. ატანა არ გაქვთ, როცა ადამიანები ისეთ თემებზე მსჯელობენ, რის გაგებაშიც არ არიან. ძლიერი პიროვნება, ცოდნას ადამიანების მანიპულირებისთვის არ იყენებს.

იცით მოსმენა

ძლიერ ადამიანების სხვების მოსმენა შეუძლიათ, თუმცა ხშირად ვერ აფასებენ, რადგან უყურადღებობას მიეჩვივნენ და მსგავსი ყურადღება აშინებთ.

ყურადღება არ გჭირდებათ

მტკიცე პიროვნება, ყურადღების ცენტრში მოხვედრისკენ არ ისწრაფვის, მაგრამ გარშემომყოფების სიმრავლის ნაკლებობას არასდროს განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრობის წამოწყებას თავად არ ცდილობს. ადამიანებს უბრალოდ სჭირდებათ ისეთი პიროვნება, როგორიც თქვენ ხართ.

უშიშარი ხართ

თქვენსა და სხვებს შორის სხვაობა ერთია - შიშს უფლებას არ აძლევთ თქვენზე მაღლა დადგეს და ცხოვრებაში ხელი შეგიშალოთ.

სისუსტე მხოლოდ მორიგი შესაძლებლობაა

სისუსტე სრულყოფილებამდე გიბიძგებთ. კარგად იცით, რომ სრულყოფილი არ ხართ, მაგრამ შეცდომების დაშვება არ გაშინებთ.

რა თქმა უნდა, ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენს გვერდით ყოფნა რთულია, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს გვერდით მყოფები გსურთ თქვენთან ერთად იზრდებოდნენ. და თუ სირთულე ამაში მდგომარეობს, ის მაინც იცით, რომ მაინც სჯობს დარჩენთ ის, ვინც ხართ.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS