28 აპრილი, 2016
რა უნდა იცოდეთ, თუ ცოლთან გაშორებულ მამაკაცთან გაქვთ ურთიერთობა
ურთიერთობების აწყობა ადვილი საქმე სულაც არ არის. რაც უფრო ასაკში ხართ, მით მეტია შანსი, რომ ცოლთან გაშორებულ მამაკაცს შეხვდებით, ამიტომ აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ, ვიდრე მათთან საქმეს დაიჭერთ:

1. დრო სწორად უნდა შეარჩიოთ

ახლად ცოლთან დაშორებულ მამაკაცთან ურთიერთობა საფრთხილოა, რადგანაც დიდი ემოციების გავლენის ქვეშ იქნება მოქცეული და ახალი, ჯანსაღი ურთიერთობის აწყობა გაუჭირდება. მიუხედავად იმისა, თუ ამბობს, რომ მზადაა თქვენთან ურთიერთობისთვის, გაცილებით მეტად გაუჭირდება, ვიდრე წარმოუდგენია.

2. მზად იყავით, ყოფილ ცოლზე ხშირად ისაუბრებს

ყოფილებზე საუბარი არავის სიამოვნებს, თუმცა ამ
შემთხვევაში მოსმენა მოგიწევთ. თავი მის ადგილას წარმოიდგინეთ, აუცილებლად მოგინდებოდათ ამ თემაზე ყველზე ახლობელ ადამიანთან გესაუბრათ. ამიტომ ნუ მიიღებთ ემოციურად, ნუ ჩაუღრმავდებით, უბრალოდ მოუსმინეთ და სიტუაციას სხვა კუთხით შეხედეთ.

3. ყოფილზე კითხვების დასმაზე გვერდის ავლა მოგიწევთ

პარტნიორის წარსულით დაინტერესება, აბსოლუტურად ნორმალურია, თუმცა სჯობს თავად მოგიყვეთ ის, რასაც საჭიროდ ჩათვლის, დანარჩენი კი მოგვიანებით შემოინახეთ, როცა ამის განსახილველად თავს უფრო კომფორტულად იგრძნობს.

4. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ

ცხოვრების საწყის ეტაპზე, ბოლომდე გახსნა ალბათ გაუჭირდება. პატივი ეცით მის გრძნობებს, დაელოდეთ ვიდრე ემოციების გაზიარებას თვითონ არ გადაწყვეტს.

5. მის მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან თავს უხერხულად იგრძნობთ

მის ყოფილ ცოლს ყველა იცნობდა და თუ მოსწონდათ, უფრო გაგიჭირდებათ. მაგრამ ნუ განაწყენდებით, უბრალოდ იციან თქვენმა პარტნიორმა რა გადაიტანა და არ სურთ იგივე განიცადოს.

დრო მიეცით. როცა თქვენს მიმართ მის გრძნობებში დარწმუნდებიან, დადებითად განეწყობიან.

6. ყოფილ ცოლთან შეხვედრა მოგიწევთ

მოულოდნელი არ იქნება, თუ მასთან საერთო შვილები ჰყავს, ან ცხოველი ან რაიმე სახის ვალდებულებები, რაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ. მართალია სახარბიელო მდგომარეობაში ვერ იქნებით, თუმცა მთავარია თავაზიანობა გამოიჩინოთ. აჩვენეთ, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც მამაკაცის ცხოვრება უნდა გააუმჯობესოს და ის ამას აუცილებლად დააფასებს.

7. სთხოვეთ, რომ ბოლომდე გულწრფელი იყოს

რა თქმა უნდა, დამალავს, რომ ყოფილი ცოლი ენატრება ან განქორწინება ძალიან მძიმედ გადაიტანა. მაგრამ აუხსენით, რომ თქვენთან გულწრფელი უნდა იყოს. უნდა იცოდეს, რომ შეუძლია ნებისმიერი რამ გაგიზიაროთ, ყოველგვარი განსჯის გარეშე.

8. გვერდზე უნდა გადგეთ და ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთების უფლება მისცეთ

განქორწინების პროცესში, შესაძლოა ბევრი საქმე ჰქონდეს: ადვოკატები, იურისტები, ნოტარიუსი, ბავშვები და ა.შ. ნუ დაელოდებით, რომ დასვენების დღეებს ქალაქგარეთ გაატარებთ. შედით მის მდგომარეობაში.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მაკს
ანუ ყველაფერი გავუგოთდა ჩვენი თავი უჯან დავწიოთ უკაცრავად და იქნებ მამაკაცებს უეჩიოთ მოაგვარონ პრობლემები და სხვა ურთიერტობაზე მერე იფიქრონ, რა მეორე ცოლი სალბუნია დაჭრილი გულისთვის? გაიარონ რა კაი კაცს ცოლი არ გაშორდება, მე თუ მკითხავ ცოლგაშორებულ კაცს საერთოდ არ უნდა გაყვეს ცოლად არავინ ეყარონ მისთვის
15:25 / 16-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS