26 აპრილი, 2016
რა საიდუმლოა ჩადებული "მამაო ჩვენოს" სტროფებში - თქვენ ეს არ იცით
ლოცვა "მამაო ჩვენო", ქრისტიანებისთვის მხოლოდ მთავარი სიტყვები არ არის. მის სტროფებში, ის საიდუმლო აზრია ჩადებული, რაც ღმერთის შეცნობასა და იმ ყველაფრის გაცნობიერებას გვასწავლის, რაც ჩვენს გარშემო ტრიალებს.

მოცემული ლოცვის ტექსტი, უამრავ საინტერესო ფაქტთან და საიდუმლოსთანაა დაკავშირებული, რომელსაც მხოლოდ ჭეშმარიტი მორწმუნე გაიგებს.

ლოცვის ისტორია

"მამაო ჩვენო" - ერთადერთი ლოცვაა, რომელიც ღმერთმა თავად გვიბოძა. მიიჩნევა, რომ ლოცვა კაცობრიობას ქრისტეს მიერ გადაეცა, არც წმინდანების და არც ადამიანების გამოგონილი არ არის. სწორედ ამაში მდგომარეობს მისი უდიდესი ძალა.

ეს სიტყვები
გადმოსცემს ადამიანის საჭიროებებს, მისწრაფებებსა და სულის გადარჩენისთვის ბრძოლას. "მამაო ჩვენოს" საიდუმლოების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ უნივერსალური ღვთის სიტყვაა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც გზის დასალოცად, ისე ნებისმიერი დაავადებისა თუ მწუხარებისგან თავდასაცავად.

გადარჩენილის ისტორია

ქრისტიანობის ლიდერი წარმომადგენლები, ამბობენ, რომ "მამაო ჩვენოს" ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში, შეუძლია საშინელი უბედურებისგან გიხსნათ. იესომ, უბედურებაში მყოფი უამრავი ადამიანი, სწორედ " მამაო ჩვენოს" ლოცვით გადაარჩინა.

გამოუვალი სიტუაციები, რომლებიც სიკვდილის პირისპირ გვაყენებენ - ყველაზე შესაფერისი დროა, "მამაო ჩვენოს" უძლეველი ძალა გამოიყენოთ და ეს სასწაულმოქმედი სიტყვები წარმოსთქვათ.

სამამულო ომის, ერთ-ერთი ვეტერანი, ვინმე ალექსანდრე, ცოლს წერილს წერდა, რომელიც ადრესატამდე არ მივიდა. წერილი დაიკარგა, მოგვიანებით ჯარის დისლოკაციის ადგილას იპოვეს.

წერილში მამაკაცი ჰყვება, რომ გერმანელების ხელში ჩავარდა და მოწინააღმდეგისგან სიკვდილს ელოდა: "დაჭრილი ფეხით ვიწექი სახლში, როცა ფეხის ხმა და გერმანული საუბარი მომესმა.

მივხვდი, რომ მალე მოვკვდებოდი, ჩვენები ახლოს იყვნენ, მაგრამ მათი დახმარების იმედად ყოფნა სასაცილო იყო. განძრევა არ შემეძლო, არა იმიტომ, რომ დაჭრილი ვიყავი, უბრალოდ ჩიხში მოვექეცი. მხოლოდ ლოცვაღა დამრჩა. მტერმა რომ დამინახა შემეშინდა, მაგრამ ლოცვა არ შემიწყვეტია. გერმანელს ტყვია არ აღმოაჩნდა და რაღაცაზე სწრაფად საუბარი დაიწყო, შემდეგ ფეხებთან ყუმბარა ისე დამიგდეს, რომ ვერ მივწვდომოდი და ადგილიდან გაიქცნენ.

როცა ლოცვის უკანასკნელი სტროფი ჩავამთავრე მხოლოდ მაშინ გავიაზრე, რომ ყუმბარა არ აფეთქებულა".

მსგავსი უამრავი ისტორია არსებობს.

მაგრამ ლოცვას, მხოლოდ განსაცდელის დროს ნუ წაიკითხავთ. იკითხეთ "მამაო ჩვენო" ყოველდღიურად და თქვენს ცხოვრებას სიკეთითა და ნათელით აავსებს. გამოხატეთ მადლიერება იმისთვის, რომ ცოცხალი, ჯანმრთელი და ბედნიერი ხართ.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 27 /
ნინო
დიდება უპალს და მადლობა ყველაპრისატვის ამინ
20:35 / 07-07-2017
გამოხმაურება / 0 /
ცირა
დიდება უფალს
00:28 / 31-05-2017
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
დიდება უფალს
19:09 / 30-05-2017
გამოხმაურება / 0 /
სვანი
დიდება უფალს! უფალო შენ დაგვიფარე ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ყველგან და ყოველთვის! ამინ!
12:23 / 30-05-2017
გამოხმაურება / 0 /
Marina
დიდება უფალს !
01:25 / 30-05-2017
გამოხმაურება / 0 /
ნარგიზა
დიდება უფალს და მის ძლიერებას, ამინ!
07:10 / 30-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ნუგზარი
დიდება უფალს
21:55 / 26-11-2016
გამოხმაურება / 0 /
კახაბერ
დიდება უფალს
19:20 / 25-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
დიდება უფალს.გმერთმა ყველა დაგლოცოთ
22:16 / 20-08-2016
გამოხმაურება / 0 /
Lali
Dideba ufals
22:57 / 15-08-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS