26 აპრილი, 2016
მარტივი ხრიკები ფეხსაცმლის მოსავლელად, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ
ფეხსაცმელი ის სიამოვნებაა, რომელზეც თანხა არასოდეს არ უნდა დაზოგოთ. ცნობილია, რომ სჯობს გქონდეს ერთი წყვილი კარგი ფეხსაცმელი და რამდენიმე წელი ატარო, ვიდრე ყოველ სეზონზე ახალი იაფფასიანი ფეხსაცმელი გეცვას. ცხადია, როცა ფეხსაცმელში სოლიდურ თანხას გადაიხდით, სასურველია, მან რაც შეიძლება დიდხანს გაგიძლოთ.
შემოგთავაზებთ მარტივ ხრიკებს, რომლებიც ფეხსაცმლის მოვლაში დაგეხმარებათ.

ქათქათა ლანჩები

041816_1755_141

კბილის პასტა მხოლოდ კბილებს როდი ათეთრებს, ის ბოტასების თეთრი ლანჩების გაქათქათებაშიც დაგეხმარებათ. ძველ კბილის ჯაგრისს წაუსვით კბილის პასტა და გულდასმით გაწმინდეთ ბოტასების ლანჩები.

ეს ხერხი შეგიძლიათ
გამოიყენოთ ნაჭრის ფეხსაცმლის მოსავლელად - წაუსვით ქსოვილს კბილის პასტა, გააჩერეთ 15 წუთით და შემდეგ სველი ჩვრით გაწმინდეთ.

როგორ გავწმინდოთ ტყავის ფეხსაცმელი
041816_1755_142

ტყავის ფეხსაცმლისთვის გამოგადგებათ სამედიცინო სპირტი. ოღონდ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება - თქვენ დაგჭირდებათ არა ეთანოლი, არამედ იზოპროპანოლი. თუ ფეხსაცმელს რაიმე ლაქა დაეტყო, გაწმინდეთ დალაქავებული ადგილი იზოპროპანოლში დასველებული ბამბით და გააჩერეთ ნახევარი საათით.

მოაშორეთ არასასიამოვნო სუნი

041816_1755_143

არასასიამოვნო სუნის თავიდან ასაცილებლად საღამოს ფეხსაცმელში ჩაყარეთ ცოტაოდენი საკვების სოდა, დილით კი გადმოფერთხეთ - საკვების სოდა შთანთქავს უსიამოვნო სუნს.

მანიკიურის ქლიბი

041816_1755_144

ზამშის ფეხსაცმლიდან ჭუჭყსა და ლაქებს კარგად აშორებს ფრჩხილების ქლიბი. უკეთესი ეფექტისთვის ჭუჭყიანი ადგილები ჯერ მშრალი ჩვრით გაასუფთავეთ, შემდეგ კი ფრჩხილების რბილი ქლიბით გაწმინდეთ, ოღონდ მსუბუქად წაუსვით.

ძმარი

041816_1755_145

ძმარი ანეიტრალებს უსიამოვნო სუნს და ტექნიკურ მარილს, რომელსაც ყინვისას გზებზე ყრიან. 1/3 ფინჯანი ძმარი გააზავეთ 1 ლიტრ წყალში, მიღებულ ხსნარში კარგად დაასველეთ ნაჭერი და გაახვიეთ მასში ფეხსაცმელი, სულ მცირე, ორი საათით, შემდეგ ჩვეულებრივი სველი ჩვრით გაწმინდეთ და ბუნებრივად გააშრეთ.

გააპრიალეთ ლაქის ფეხსაცმელი

041816_1755_146

ლაქის ფეხსაცმლის გაპრიალებაში ვაზელინი დაგეხმარებათ. წაუსვით ის გასუფთავებულ მშრალ ფეხსაცმელს და გააპრიალეთ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ნაკაწრებს.

შვრიის ფქვილი ცხიმიანი ლაქების წინააღმდეგ

041816_1755_147

ცხიმიან ლაქებს, რომლებიც ხშირად ჩნდება ზამშის ფეხსაცმელზე, ადვილად მოაშორებთ შვრიის ფქვილით. ცოტაოდენი შვრიის ფქვილი შეაზილეთ დალაქავებულ ადგილს და გააჩერეთ ნახევარი საათით. შემდეგ კი სუფთა ჩვრით გაწმინდეთ.

ფეხსაცმლის გაწევა ფენის მეშვეობით

041816_1755_148

ვიწრო ფეხსაცმელი იდეალურად და კომფორტულად რომ მოგერგოთ, ჩაიცვით წინდები ჩაყავით ფეხები ფეხსაცმელში და ფენის მეშვეობით ცხელი ჰაერის ნაკადი მიუშვირეთ. ტყავი შერბილდება, გაიწევს და ფეხზე უკეთ მოგერგებათ.

ფეხსაცმლის გაწევა ყინულის მეშვეობით

041816_1755_149

ფეხსაცმლის გაწევის კიდევ ერთი ხრიკი ყინული გახლავთ. აიღეთ ორი წყალგაუმტარი შესაკრავიანი ცელოფნის პაკეტი, ჩაასხით წყალი, ჩააწყვეთ ფეხსაცმლის ცხვირებში და შედეთ საყინულეში. დილით გამოიღეთ და დაელოდეთ, ვიდრე ყინული თავისით გადნება.

ზუმფარის ქაღალდი მოცურების წინააღმდეგ

041816_1755_1410


ახლი ფეხსაცმელი რომ არ მოგიცურდეთ და უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ ან არ დაშავდეთ, სანამ ჩაიცვამთ, ლანჩებზე ზუმფარის ქაღალდი გაუსით.

წყლულები რომ არ გაგიჩნდეთ

041816_1755_1411

ახალმა ფეხსაცმელმა ფეხი რომ არ გადაგიყვლიფოთ და წყლულები არ გაგიჩინოთ, პრობლემურ ადგილებზე ჩვეულებრივი დეზოდორანტი წაუსვით.

შეატყუპეთ თითები

041816_1755_1412

ყველამ იცის, რომ ყველდღე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარულიმა შეიძლება ტერფის დეფორმირება გამოიწვიოს. ფეხსაცმლის ვიწრო ქუსლმა ფეხი რომ არ გატკინოთ, ჩვეულებრივი "პლასტირის" დახმარებით ფეხის თითები შეიტყპეთ, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები. რა თქმა უნდა, ამ მეთოდის ხშირად გამოყენება არ ღირს, მაგრამ საგანგებო საღამოსთვის, მით უმეტეს, თუ ახალი ფეხსაცმელი გაცვიათ, ნამდვილად გამოგადგებათ.

წყალგაუმტარი ფეხსაცმელი

041816_1755_1413

ეს რჩევა ერთნაირად გამოგადგებათ როგორც ტყავის, ისე ნაჭრის ფეხსაცმლისთვის. წაუსვით ფეხსაცმელს ფუტკრის ცვილი. საკმარისია ძალიან თხელი ფენა - ფეხსაცმელში წყალი არ გაჟონავს.

დაიამეთ წყლულები

041816_1755_1414

თუ ფეხსაცმელმა ფეხები მაინც გადაგიყვლიფათ და წყლულებიც გაგიჩნდათ, ჩაი გიშველით.
დაითბილეთ ფეხები ჩაის ნაყენში - ეს ტკივილსაც მოგოხსნით და შეშუპებასაც.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS