26 აპრილი, 2016
რა ხდება სიკვდილის შემდეგ? მეცნიერების შოკისმომგვრელი დასკვნა
ჩრდილოეთ კაროლინის სამედიცინო სკოლის პროფესორი აცხადებს, რომ ბიოცენტრიზმის თეორიის თანახმად, სიკვდილი ილუზიაა, რომელსაც ჩვენი ქვეცნობიერი ქმნის. რობერტ ლანცი ამტკიცებს, რომ ადამიანი სიკვდილის შემდეგ პარალელურ სამყაროში ხვდება.

მკვლევარის თქმით, ადამიანის ცხოვრება, მრავალწლიან მცენარეს ჰგავს, რომელიც კვლავ და კვლავ ბრუნდება, რომ ამ სამყაროში ისევ აღმოცენდეს. ყველაფერი, რასაც ვხედავთ, ჩვენი გონების წყალობით არსებობს - მიიჩნევს მეცნიერი.

რობერტ ლანცი ხაზს უსვამს, რომ ადამიანებს სიკვდილის სჯერათ, იმიტომ, რომ ასე ასწავლიან ან ქვეცნობიერისთვის სიცოცხლე შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებასთან ასოცირდება.

ლანცი მიიჩნევს, რომ
სიკვდილი სიცოცხლის საბოლოო დასასრული არ არის და მხოლოდ პარალელურ სამყაროში გადასვლას ნიშნავს.

ფიზიკაში დიდი ხანია არსებობს თეორია, რომლის თანახმადაც არსებობს უამრავი სამყარო, სხვადასხვა ხალხითა და გარემოებებით.

ყველაფერი, რაც შეიძლება მოხდეს, უკვე სადღაც ხდება, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა სიკვდილი საერთოდაც არ არსებობდეს.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
ლადო ქურთუბაძე
სიკვდილი ადამიანის სიცოცხლის საბოლოო დასასრულია, თუმცა არსებობს მკვდრეთით აღდგომის იმედი მათთვის, ვინც სამარეშია და არა გეენაში, მარადიული განადგურების სიმბოლურ ადგილზე. ბიბლიის თანახმად ადამიანის სიცოცხლეა თავად სული, მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის გამო ვკვდებით, ეს კი სრულად გაქრობას ნიშნავს. თუმცა, ქრისტეს აღდგომა გარანტიაა იმისა, რომ გარდაცვლილები აღდგებიან მაშინ როცა იქნება იესო ქრისტეს გამოცხადება და დედამიწაზე შესრულდება ღვთის განზრახვა მისი სამეფოს მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ სტატია: „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“ ბმული: https://www.jw.org/ka/ბიბლიოთეკა/წიგნები/რას-გვასწავლის-ბიბლია/რა-ხდება-სიკვდილის-შემდეგ/
16:03 / 02-09-2020
გამოხმაურება / 0 /
ნიკოლას კაი
ერთი რამ დაიმახსოვრეთ აქაც და იქაც მთავარი ძაფი კავშირის არის რწმენა, რწმენა საკუთარი სულის .. შეიცან თავი შენი და შიცნობ უფალს .. სად მივდივართ და როგორ ეგ არავინ არვიცით და არც ის გემახსოვრება იქ,რაც აქ იცი, ასეა ეს .. თუგინდა მეცნიერება დარქვი და თუგინდა რელიგია
01:45 / 02-09-2020
გამოხმაურება / 0 /
სოფო
მოკლედ ბევრი აზრი მოვისმინე. თუმცა როგორც ქრისტიანი რომელიც ენდობა ბიბლიას ავღნიშნავ რომ. ბიბლიით ქრისტიანი ადამიანის სული (რაც გულისხმობს ადამიანის გონებას/აღქმას და არა სხეულს) სამყაროში სადაც არის უფალი და ყველა მისი ეკლესიის წევრნი. რაც შეეხება ურწმუნოებს ბიბლიით ისინი მიძინებულნი ანუ გათიშულ მდგომარეობაში არიან მეორედ მოსვლამდე და განკითხვამდე. პ.ს საკამათოა თემა ჯოჯოხეთი და მარადეული ტანჯვა იქნება თუ უბრალოდ სიკვდილის სინონიმია ოღონდ სამუდამოდ. ბევრი დაფარულია და რაც დაფარულია უფლისთვისაა და არა ჩვენთვის
16:32 / 01-09-2020
გამოხმაურება / 1 /
...
ხორცი და სული. ხორცი მას რისგანაც შეიქმნა სული კი მას ვინც მიწას ჩაბერა.
18:40 / 01-09-2020
როგორ წვალობენ ეს მეცნიერები, როდესაც ქრისტიანული რელიგიის 20 საუკუანი სკოლა, თუ გაერკვევით და მცირე სურვილი მაინც გექნებათ რომ ღმერთი შეიგრძნოთ, გაგცემთ პასუხს ყველა ესეთ მისტიურ ვარაუდებზე ფაქტებით და შეგრძნებებით. რაც შეეხება ხალხს რომელიც იძახის ყველა რელიგია ერთია ცალსახად გაუნათლებელია. არსებობს მხოლოდ ქრისტიანობა მართმადიდებლური, მის შემდეგ ისლამი რომელიც 6 საუკუნის შემდეგ არის შექმნილი და რომელიც მორგებულია კონკრეტულ ხალხზე და არის დაკოპირებული ქრისტიანულ რელიგიაზე. დანარჩენი სხვა ყველა ეწ რელიგია არის სწავლება.
14:53 / 01-09-2020
გამოხმაურება / 1 /
ნინი
და იესოს დედაც და მამაც რომ ებრელი იყო ესეც უნდა იცოდეს განათლებულმა ადამიანმა. ქრისტიანობას და იუდაიზმს შორის რომ დიდი მსგავსებაა ამაზე არც თორა დაობს და არც ბიბლია, ძველი აღთქმა.
07:37 / 02-09-2020
მასონი
ეს ადგილი გალაკტიკათ შორისი ციხეა ქვეყნები კამერები ზედამხედველად დროის აღქმა სიკვდილ მისჯილებივით ვართ როდის გაგვიყვანენ კამერიდან და ასე შემდეგ
11:20 / 01-09-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS