25 აპრილი, 2016
პასკა კონიაკით - საუკეთესო და ორიგინალური რეცეპტი
პირველ მაისს, მართლმადიდებელი სამყარო, უდიდეს დღესასწაულს - აღდგომას აღნიშნავს. ეს ღვთისმსახურების, წლის მთავარი მოვლენაა და იესო ქრისტეს აღდგომის პატივსაცემადაა დადგენილი - ბიბლიური ისტორიის ამოსავალი წერტილი და მთელი მართლმადიდებლური სწავლების ფუნდამენტი.

სადღესასწაულო მზადება განსაკუთრებული მონდომებითა და პატივისცემით იწყება.

აცხობენ პასკებს, ხდება კვერცხების მოხატვა, მზადდება სხვადასხვა სააღდგომო კერძი.
დღეს თქვენი ყურადღების მისაქცევად, პასკის საუკეთესო რეცეპტს გთავაზობთ:

ფქვილი - 1 კგ;

მშრალი საფუარი - 1 კგ ფქვილისთვის;

კვერცხის გული - 7 ც;

რძე - 500 მლ;

შაქარი -
300 გრ;

ქიშმიში;

კონიაკი/თეთრი ღვინო/ მწვანე ჩაი - 30-40 მლ;

ვანილის შაქარი - 1 სუფრის კოვზი.

მომზადების წესი:

ჭიქა თბილ რძეში გახსენით - საფუარი, 1 სუფრის კოვზი შაქარი, 2 სუფრის კოვზი ფქვილი, შეინახეთ თბილ ადგილას და გააჩერეთ 15-20 წუთს.

კვერცხის გული ათქვიფეთ შაქართან და ვანილის შაქართან ერთად და დანარჩენ რძეს შეურიეთ. ფქვილი გაცერით და მოზილეთ ცომი კარგად (30-40 წუთის განმავლობაში).
შეფუთეთ პირსახოცით და 1,5 სთ-ის განმავლობაში თბილ ადგილას შეინახეთ.

ქიშმიში და კონიაკი, პარალელურად, დაბალ ცეცხლზე შემოდგით და სითხის აორთქლებამდე გააჩერეთ. ქიშმიშს 1 სუფრის კოვზი ფქვილი დაუმატეთ.

გაფუებულ ცომს, შეურიეთ ქიშმიში და ნაზად ჩაზილეთ. შემდეგ, კვლავ თბილ ადგილას შეინახეთ  (1 სთ- ს გააჩერეთ).

ცომი პასკის ფორმებში გადაანაწილეთ (ნახევრად შეავსეთ), 30-40 წუთს თბილად შეინახეთ და შედგით გაზქურაში (დაელოდეთ 30 წუთს).

მზა პასკის შესამოწმებლად, შეგიძლიათ კბილის ჩხირი გამოიყენოთ. ჩაარჭეთ ჩხირი პასკის ცენტრალურ ნაწილში და სწრაფად ამოიღეთ უკან. თუ კბილის ჩხირი მშრალია და სისველე არ ამოყვა, პასკა მზად არის.

მატასი ცხომელიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS