თანამედროვე ცრურწმენებს რომანტიკულს ვერ დავარქმევთ, თუმცა როგორც ამბობენ -საიმედოა. ამ ყველაფერს იუმორით მიუდგებით თუ სერიოზულად, ეს უკვე თქვენი არჩევანია.
1. სამარშუტო ტაქსს თუ დიდხანს ელოდებით, როგორც კი მოწევთ მაშინვე გამოჩნდება. თუ სიგარეტის უკანასკნელი ღერი გაქვთ, სასურველი მარშრუტი მეორე ნაფასამდე მოვა.

2. ზამთარი და თოვლი მოგბეზრდათ? საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა

3. არ გიყვართ წვიმა? ქოლგა ყოველთვის თან ატარეთ. როგორი მოღრუბლულიც არ უნდა იყოს, რასაც არ უნდა აცხადებდეს ამინდის პროგნოზი, წვიმა არ იქნება, ვიდრე ქოლგას სახლში არ დატოვებთ.
4. თუ აგარაკზე წასვლა და მიწასთან შეხება ძალიან გინდათ, სამსახური ან ნათესავები კი არ გიშვებენ, გაიკეთეთ ძვირადღირებული მანიკიური. ვიდრე მეორე ხელის ლაქით დაფარვას დაასრულებთ, სამსახურებრივი შეხვედრები გადაიდება, მანქანა ამუშავებდა, ნათესავები კი წასვლაზე ხელს სათითაოდ მოგიწერენ.

5. თუ ახლობლებისგან ყურადრება გსურთ ან სატელეფონო ზარს ელოდებით, უბრალოდ შხაპი მიიღეთ. ამ 5 წუთის განმავლობაში დაგირეკავთ ყველა, კლასელები, რომლებიც უკვე 20 წელია არ გინახავთ, ფოსტალიონი ბარათებს მოიტანს, ნათესავები კართან ყვირილს დაიწყებენ "დაუჩქარეო" , ბავშვს კი სასწრაფოდ ქოთანი დასჭირდება.
6. თუ ბავშვის დამტოვებელი არ გყავთ, სცადეთ საწოლის გასწორება, მოაგროვეთ რაც შეიძლება მეტი დაურეცხავი ჭურჭელი, დასანახ ადგილას კი გასარეცხი თეთრეული დაალაგეთ. ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ზებუნებრივი ძალების დახმარებით, თქვენი დედამთილი მაშინვე კარის ზღურბლზე გაჩნდება.
7. არის მომენტები, როცა ბავშვი, ქუჩაში თამაშის დროს თვალს მოეფარება და მის პოვნას ვერ ახერხებთ. ამ დროს გულშეწუხებული ტელეფონით ხელში ზიხართ. სასწრაფოდ დაკავდით სექსით და შარვლის შეკვრასაც ვერ მოასწრებთ, როცა თქვენი შვილი გამოჩნდება.

8. თუ ყოფილებისთვის თავის შეხსენების სურვილი გაგიჩნდებათ. არ დაიბანოთ თავი, ჩაიცვით ბინძური შარვალი, ხელში ნაგვის სათლი დაიჭირეთ და ასე დაენახეთ, აჩვენეთ რამდენი დაკარგეს.
9. სექსის სურვილი გკლავთ? შეხვედრის შანსებს კი ვერ საზღვრავთ, არ გაიკეთოთ ეპილაცია. ეფექტის გაძლიერებისთვის, რეკომენდებულია - ჩაიცვათ ძველი ტრუსები და ბიუსჰალტერი.

10. თუ ზედმეტად მოზომილი და დალაგებული ცხოვრებით ცხოვრობთ, რაც უკვე ძალიან მოგბეზრდათ, ეცადეთ სიზმრად თევზი იხილოთ. მაშინ, მინიმუმ 18 წელს მხიარული და აქტიური ცხოვრება გარანტირებული გაქვთ.
ნაოკო ვატანაბე