ქვემოთ მოცემული ჩამონათვალი ამის გარკვევაში დაგეხმარებათ:
1. ორიენტირებული ხართ დაზოგვაზე და არა გამომუშავებაზე
დაზოგვა და ეკონომია, გამდიდრებისთვის მნიშვნელოვანი პირობაა, მაგრამ ამით გამომუშავების სტრატეგიების დავიწყება არაფერს გარგებთ. გამომუშავებაზე კონცენტრირება, სწორედ ის არის, რისკენაც მდიდრები მიისწრაფვიან.
2. არ დებთ ინვესტიციას
პერსპექტიული მოგების, ერთ-ერთი საუკეთესო ხერხი - ფულის ინვესტირებაა. და რაც უფრო ადრე დაიწყებთ, მით უკეთესი. მილიონერები, საშუალოდ 20% -ს ინვესტიციაში დებენ.
3. ახლანდელი ხელფასით კმაყოფილი
ჩვეულებრივ, ადამიანებს საათობრივად უხდან, მაგრამ მდიდარი ადამიანები, შედეგისთვის ფულის მიღებას ირჩევენ და დამოუკიდებელი მუშახელები არიან. ეს ყველაზე სწრაფი და რისკიანი გზაა სიმდიდრისკენ.
4. ყიდულობთ იმას, რის შეძენის უფლებასაც თავს ვერ მისცემთ
სახელი პროფესიონალიზმით გაითქვით და არა ელიტური მანქანებითა თუ ძვირადღირებული საათებით. ასე ვერასდროს გამდიდრდებით.
5. სხვის ოცნებას ასრულებთ და არა საკუთარს
თუ გსურთ წარმატებული იყოთ, საკუთარი საქმე უნდა გიყვარდეთ. მხოლოდ საყვარელი საქმე თუ დაგეხმარებათ გამდიდრებაში.
6. კომფორტის ზონიდან იშვიათად გამოდიხართ
მდიდარი ადამიანები კომფორტს, არასტაბილურობასა და რისკში პოულობენ. ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ემოციური კომფორტი - ეს საშუალო კლასის ნიჭისთვის მთავარი მიზანია.
7. არც იცით, ფული რაში მოიხმაროთ
ფული ისე უბრალოდ არ მოდის, ის უნდა გამოიმუშავოთ. ხოლო თუ გამომუშავება გსურთ, გარკვეული ფინანსური გეგმებიც უნდა გაგაჩნდეთ.
8. ჯერ ხარჯავთ, მერე კი დარჩენილს ზოგავთ
თუ გამდიდრება გინდათ, ჯერ გამომუშავებული ფულის გარკვეული ნაწილი უნდა გადაინახოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დახარჯოთ დარჩენილი თანხა.
9. დარწმუნებული ხართ, რომ ვერ გამდიდრდებით
ბევრი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ იღბლიანი ადამიანების პრივილეგიაა. სჯობს იფიქროთ -"და მე რატომ არა?" და გლობალურად აზროვნება ისწავლეთ. მდიდარ ადამიანებს მაღალი მოლოდინები აქვთ.
ნაოკო ვატანაბე