1. თქვენი დაცვა სურს
ხანდახან მამაკაცები მხოლოდ იმიტომ იტყუებიან, რომ სიმართლე მწარეა და დიდი ტკივილის მიყენება შეუძლია. როცა სამსახურს კარგავს, გღალატობთ ან რაიმე სერიოზული ხდება, მალავს რადგან იცის, ამით დიდ დარტყმას მოგაყენებთ. ეს გამართლება არ არის, მაგრამ აშკარაა რომ თქვენი გრძნობები აღელვებს.
2. საკუთარი თავის დასაცავად
როცა მამაკაცს საკუთარი ნამოქმედარის გამო პრობლემები არ სურს, კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით იტყუება. ეშინია და საკუთარ თავზე ფიქრობს.
იცის, რომ სიმართლის თქმას სკანდალი მოყვება, ამიტომ ცდილობს, სიმშვიდე რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს. განსაკუთრებით მაშინ, თუ სიმართლე შვილებზეც იმოქმედებს.
4. უკეთესად გამოიყურება
მამაკაცებს მიღწევებით ტრაბახი უყვართ, მაგრამ ხანდახან ზღვარს სცდება. საკუთარი შეცდომების გადასაფარად, შესაძლოა იტყუებოდეს საკუთარ მიღწევებსა და საქმიანობაში. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი მიზანია, სხვების თვალში უკეთესად გამოიყურებოდეს.
5. უნდა გაგაოცოთ
იშვიათ შემთხვევაში, მამაკაცის ტყუილი ცუდი სულაც არ არის. იქნებ თქვენთვის სიურპრიზს გეგმავს, ამის გამო ტყუილის თქმა უხდება.
ჰო, ეს ალბათ ყველაზე სასიამოვნო და ტყუილია.
ნაოკო ვატანაბე