ღმერთს ლოცვები ყოველთვის ესმის, მაგრამ მათზე პასუხის გაცემას მხოლოდ მაშინ შეძლებს, როცა გულწრფელად იწამებთ და მისი დახმარება ნამდვილად დაგჭირდებათ. უფლისთვის ლოცვის ფორმა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც მიმართვის აქტი.
განმარტოვდით
ხალხის თანდასწრებით ლოცვა მისაღები არ არის. განმარტოებით ლოცვას გაცილებით დიდი ძალა აქვს, ვიდრე საზოგადოების თანდასწრებით. უნდა მოძებნოთ მშვიდი ადგილი, სადაც ხელს არავინ შეგიშლით, ვერავინ დაგინახავთ, ვერავინ გაიგებს
ილოცეთ ხმამაღლა
სალოცავი მიმართვები ხმამაღლა წარმოთქვით, ეს თქვენი ფიქრების სწორად ფორმირებაში დაგეხმარებათ. თუმცა თუ იზოლირებულ ადგილს ვერ იპოვით, რა თქმა უნდა, არც ჩუმად ლოცვაა დანაშაული, უბრალოდ მაქსიმალურად გარკვევით და კონკრეტულად ჩამოაყალიბეთ საკუთარი აზრი.
მიმართეთ ღმერთს
ლოცვა ხომ უფალთან საუბარია, ნებისმიერი საუბარი კი მიმართვით უნდა დაიწყოს. ზუსტად უნდა აცნობიერებდეთ ვის მიმართავთ.
გამოხატეთ მადლიერება
ლოცვის სურვილი, ხშირად მაშინ ჩნდება, როცა დახმარება გჭირდებათ და ამაში ცუდი არაფერია. უბრალოდ ისწავლეთ, ლოცვა მადლიერებით დაიწყოთ. მადლიერება უნდა იყოს გულწრფელი, ყველა კარგისთვის, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება. მადლიერება უდიდესი ძალის მატარებელია და სულ უფრო მეტ კარგს, მაგნიტივით იზიდავს. მოჰმადლეთ უფალს და მაშინ თქვენს ლოცვას შეისმენს.
სთხოვეთ დახმარება
თუ ღმერთის არსებობის გწამთ, უნდა გესმოდეთ, რომ მას ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაზე შეუძლია გავლენის მოხდენა.
თუ გსურთ უფრო ჭკვიანი გახდეთ, სთხოვეთ უფალს. თუ ახლობელი ადამიანის გამოჯანმრთელება გინდათ, ილოცეთ, შეევედრეთ უფალს. სთხოვეთ რაც გსურთ და ის აუცილებლად შეისმენს თქვენს ლოცვას.
ნაოკო ვატანაბე