დღეს მოგიყვებით იაპონურ ლეგენდას, წითელ ძაფზე, რომელიც ცხოვრების აზრს, ისე რომანტიკულად და დამაჯერებლად ხსნის, რომ სურვილი გიჩნდება დაიჯერო.
დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, როგორ მიედინება თქვენს სხეულში სისხლი, როგორ გაივლის დაუსრულებელ ვენებში, ორგანიზმის სისხლძარღვებს, თითოეულ წერტილამდე აღწევს და სიცოცხლეს გჩუქნით.
სისხლის მიმწოდებელი უამრავი გზიდან, თქვენი სხეულის შიგნით, არსებობს ერთი კონკრეტული გზა - გულიდან ნეკა თითამდე.
ის დაკავშირებულია იდაყვის არტერიით. ნეკა
იაპონური ლეგენდის თანახმად, კავშირი გულსა და ყველაზე პატარა თითს შორის, ნეკა თითით არ სრულდება. ნეკა თითიდან "გამოდის" უხილავი წითელი ძაფი, რომელიც მჭიდროდ და საბოლოოდ გვაკავშირებს სხვა ადამიანებთან, მათ გულებთან.
ვინც ერთმანეთთან ამ ძაფითაა დაკავშირებული, ბედისწერა აკავშირებთ. ისინი აუცილებლად შეხვდებიან და გლობალური თვალსაზრისით, ერთმანეთზე დიდ გავლენას მოახდენენ, დროის, ადგილის, მოვლენის დამოუკიდებლად, რაც მათ ამჟამად ერთმანეთს აშორებს.
ცხოვრების მანძილზე, ძაფი შესაძლოა გადაიხლართოს, რაც შეხვედრას აფერხებს ან ადამიანებს ერთმანეთს აშორებს, მაგრამ ის არასდროს გაწყდება.
ცხოვრებისა და ურთიერთობის მოცემული კონცეფცია, ფილოსოფიური მნიშნელობისაა, რაც ამტკიცებს, რომ ჩვენი სასიცოცხლო ძალა სხეულს სცდება და სამყაროსთან, მის ენერგეტიკასთან გვაერთიანებს.
წითელი ძაფი - შესაძლებლობაა გავიგოთ, რომ ადამიანი ერთი მთლიანის ნაწილია, ისევე როგორც სამყაროს ნაწილი.
უბრალოდ არ ხდება, როცა ვფიქრობთ რომელიმე კონკრეტულ ადამიანზე, რომ ჩვენს ცხოვრებაში ტყუილად არ არსებობენ. და ერთმანეთის ცხოვრებაში შემთხვევით არ მოხვედრილხართ.
ჩვენი წითელი ძაფი, ჩვენს ბედისწერას განსაზღვრავს, მივყავართ მასთან, ვისაც ყველაზე მეტად ვჭირდებით და ვინც თავად გვჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ამას ხშირად ვერ ვაცნობიერებთ.
იაპონელებს, ადრეული საუკუნეებიდან სწამთ, რომ - ამ რთულ ცხოვრებაში, შემთხვევით არაფერი არ ხდება.
ნაოკო ვატანაბე