13 აპრილი, 2016
7 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ხვდებოდეთ რუს და უკრაინელ ქალებს არასდროს
ერთ-ერთი რუსი ბლოგერის აზრით რუს და უკრაინელ ქალებს არასდროს უნდა შეხვდეთ და აი, რატომ.

1. ზედმეტად ლამაზები არიან

რუსი და უკრაინელი ქალები თავდაუზოგადავად ისწრაფვიან იმისკენ, რომ მიმზიდველად გამოიყურებოდნენ. ბევრი მათგანისთვი, ეს ცხოვრება პოდიუმს ჰგავს, რაც ცოტა შეგაშინებთ.

თუ სადმე ასეთ ქალთან ერთად წასვლას გადაწყვეტთ, თქვენც მოხდენილად უნდა ჩაიცვათ და დიდი ძალისხმევა დახარჯოთ, რათა მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ. სხვა შემთხვევაში ყველა იმაზე იფიქრებს, თუ რატომ არის ასეთი მშვენიერი ქალბატონი, ასეთი შეუხედავის გვერდით.

2. ერთგულება არც ისე კარგია. უფრო საწყენია

გოგონა რუსეთიდან,
უკრაინიდან თუ ბელორუსიიდან, ყველაზე ერთგული მეგობარი იქნება, საუკეთესო მრჩეველი, კრიტიკოსი და ექიმიც კი, თუ ავად გახდებით. ის საიმედო მხარდამჭერია ნებისმიერ დროს და ყოველთვის მზადაა ყველა პრობლემა ერთად გადაწყვიტოთ.

ამ ქალებს გულწრფელად სჯერათ, რომ მათი პარტნიორი მსოფლიოში საუკეთესო, ყველაზე ჭკვიანი და ძლიერია. თავს დედოფლად მიიჩნევს და მხოლოდ მეფეს ირჩევს. საკუთარ მამაკაცს მეფესავით ეპყრობა.

თუ ფიქრობთ, რომ ერთგულება მოსაწყენია და არ არის საჭირო, ნუ შეხვდებით რუს და უკრაინელ ქალებს.

3. "პოსტ-საბჭოთა" სიდედრი და სიმამრი გეყოლებათ

ეს დიდ საშიშროებას წარმოადგენს. თქვენს მეგობარ გოგონასთან სახლში სტუმრობისას, სუფრაზე აუცილებლად დაგხვდებათ: წვნიანი, ხორცი, ხორციანი წვნიანი, სალათა მაიონეზით, კარტოფილი, ბლინები, ისევ კარტოფილი და ბოლოს დესერტი. სუფრიდან შუა წვეულებისას ადგომა უპატივცემულობად ითვლება, ამიტომ ამ ყველაფრის მირთმევა მოგიწევთ.

წონაში მატებისთვის მზად ხართ?

4. ზედმეტად დამოუკიდებლები არიან

ეს არის ქალი, რომელსაც მამაკაცის დახმარება არ სჭირდება. უკრაინელ და რუს გოგონებს იდეალური ურთიერთობების არ სჯერათ. მათთვის უმთავრესი კარიერა და უმაღლესი განათლებაა, ვიდრე იდეალური მამაკაცის პოვნა, რომელიც მათ ინდივიდუალიზმსა და თავისუფლებას დააფასებს.

უკრაინელი ქალი ურთიერთობაში ძალიან დამოუკიდებელი და ჯიუტი იქნება. მეორეს მხრივ კი, მასში იგრძნობთ ძალას, რომელიც ურთულეს მომენტსაც გადაგალახვინებთ.

5. დიდი მოლოდინი აქვს

ეს ქალები ძალიან მომთხოვნები არიან. არ სურთ მამაკაცი, რომელსაც უბრალოდ სიგიჟემდე ეყვარება.

მათთვის მნიშვნელოვანია კარგი მანერები: კარი უნდა გაუღოთ, პალტოს ჩაცმაში დაეხმაროთ, პაემანზე ყვავილები მიართვათ. თუ ჯენლტმენი არ ხართ, დაფიქრებაც არ ღირს.

6. ყინულის გალღობა რთულია

რუსები ჩაკეტილები არიან და თავს შორს იჭერენ, ვიდრე თავად მიუახლოვდებით. ნებისმიერ რუს გოგონას შეუძლია, თოვლის დედოფლის შთაბეჭდილება დატოვოს, მაშინაც კი, თუ ძალიან უყვარხართ.

7. უკრაინული სამზარეულო

ამ ქალების უმრავლესობისთვის საჭმლის მომზადება სიყვარულის გამოხატვის საშუალებაა, ამიტომ საკვების ექსპერიმენტებისთვის მზად იყავით. თავიდან სამზარეულო სრულიად ნორმალურად და ცოტა მოსაწყენადაც შეიძლება მოგეჩვენოთ.

თუმცა, მალე, სულ უფრო მეტი კითხვები გაჩნდება.

კერძების უმრავლესობა არ მოგეწონებათ, მაგრამ რომელიმე აუცილებლად გახდება თქვენი საყვარელი კერძი.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
გამეცინა :D
11:51 / 17-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ტოტო
ნამდვილად საუკეთესო ქალბატონები ყავთ. ბევრ ჩვენს, კეკელა გაუნათლებელ ქალებს მართლა ჯობნიან და ამიტომაც წამოვიდა შერეული ქორწინებები უკრაინელებთან,ზოგჯერ რუსებთანაც. ჩვენი ქალბატონებიც ძალიან კარგები არიან,მაგრამ პროვინციული აზროვნება სამწუხაროდ ბევრმა ვერ მოიშორა. ჩვენს ტელეწამყვანებს,ან ჟურნალისტებს,ან ე.წ.ცნობილ სახეებს,ან წარმატებულ ქალბატონებს(ყველას არა) ,რომ უყურებ საერთოდ გიქრება შტაბეჭდილება ზოგადად ქალზე. ამას საწყენად არ ვწერ,მართლა ასეა და რა ვქნათ.
09:17 / 15-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ddddd
ნეტავ მართლა იყვნენყველას რძლად ჩამოვიყვანდიით:):):):)
01:48 / 15-04-2016
გამოხმაურება / 0 /
787897
ვაიმე, რა სყვარლები არიან, ნეტავ, თავის დროზე ასეთი მეთხოვა, ახლა ოჯახი მეყოლებოდა, თან როგორი! --------------------------- არ ინერვიულო, ჯერ ერთი მრავალ მათგანთან ისე როგორც ტიბეტის მეფე იქნებოდით ტიბეტის დედოფალთან, ანუ ერთი ცოლის მრავალი ქმარი , ანუ კოლეგები გეყოლებოდათ, ასევე მათთან გაჩენილი შვილები როგორც წესი ვაჟები ლოთები და ქალები **ები გამოდიან, არაფერი დაგიკარგავთ, ხოლო ქართველი ქალები რუსებთან გასეირნებას ღალატად არ აღიქვამენ, მიდით და გაერთეთ, წინ.
19:31 / 14-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანა
საუკეთესო რეკლამაა არაა, ვააა რა ძალით გვაყვარებენ თავს,ეს ყველა თვისება რომ ქონდეთ მათთვისაც კარგია და საერთოთ ანტი რეკლამ ყველაზე კარგი რეკლამაა არააა???
19:18 / 14-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ჰაჰაააააააააააააააააა
მგონი ქართველებზე წერს.:)))))))
18:17 / 14-04-2016
გამოხმაურება / 0 /
და 1 000 000 0000 მიზეზი რატომ არ უნდა ხვდებოდეთ ქართველ ქალებს ))))))
16:39 / 14-04-2016
გამოხმაურება / 0 /
nika
გვეღადავებიიიით????????
14:49 / 14-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ვ-ასო
ვაიმე, რა სყვარლები არიან, ნეტავ, თავის დროზე ასეთი მეთხოვა, ახლა ოჯახი მეყოლებოდა, თან როგორი!
10:37 / 14-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ღიპიანი მალხაზა ზიღლარჯაშვილი
უიმეეეე, მოიყვა აქა მე არ ვიტყვი უარსაააა
02:10 / 14-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS