13 აპრილი, 2016
კვლევა: რომელ ასაკშია ქალი ყველაზე სექსუალური
ევროპელმა ფსიქოლოგები და სექსოლოგები ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანდნენ და მასშტაბური კვლევა ჩაატარეს: გაარკვიონ, რომელ ასაკში აღწევს ქალის სექსუალურობა პიკს. ამისთვის მეცნიერებმა, ამ უმშვენიერესი სქესის 1000-ზე მეტი წარმომადგენელი გამოკითხეს - 21-დან 50 წლამდე.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქალის სექსუალურობა, საშუალოდ 34 წლის ასაკში აღწევს პიკს.

სწორედ ამ ასაკში გრძნობდნენ რესპონდენტები თავს ყველაზე სასურველად, ასევე უმაღლეს სიამოვნებას იღებდნენ ინტიმური ურთიერთობისგან.

საინტერესოა, რომ ქალების უმაღლესი სექსუალურობის პერიოდი, არ ემთხვევა სექსუალური აქტივობის ყველაზე ინტენსიურ პერიოდს -20-25 წელი. გამოკითხვის მიხედვით, ამ
ასაკში სექსით, თვეში მხოლოდ 10-12-ჯერ კავდებიან.

25 წლის შემდეგ, სექსით კიდევ უფრო ნაკლებად კავდებიან. 30-35 წლისთვის კი, სექსით გატაცებულები ორჯერ უფრო ნაკლებად არიან.

45 წლისთვის სიხშირე კიდევ უფრო იკლებს - თვეში მხოლოდ 4-5 ჯერ.

გარდა ამისა, სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ 30 წლისთვის ქალები, სექსუალური ექსპერიმენტებისთვის უფრო მეტად არიან გახსნილი, ხანდახან არც გვერდით ურთიერთობებზე ამბობენ უარს.

ზოგიერთი გამოკითხვით კი, ქალები ვერაფერს ხედავენ იმაში ცუდს, თუ ერთდროულად რამდენიმე პარტნიორი ეყოლებათ.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ლაშა
საქართველოში, სავარაუდოდ, ქალები 20-ჯერ ნაკლებად არიან დაკავებული ბუნებრივად ფუნქციური სიამოვნებით. განსაკუთრებით "დონჟუანი რამიშვილის" და "ქალწული სამხარაძის" პაექრობის შემდეგ გაიზრდებოდა მოთხოვნილება "გასაბერ ქალებზე", თუნდაც ყოველგვარი უსაფრთხოების მოტივით. რაც შეეხება "პატიოსან ქართველ ფემინისტ ქალებს", როგორც გამოჩნდა ისინი დიდი ხანია ვიბრატორებს ანიჩებენ უპირატესობას!:)
15:40 / 15-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ლალი და გია
აბა ჩვენ წელიწადში ორჯერ გვაქვს :))
17:44 / 13-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS