12 აპრილი, 2016
15 არატურისტული ადგილი, სადაც თითოეული ქვეყნის ნამდვილი ხასიათი ჩანს
მსოფლოს ცნობილი ქალაქები ტურისტებს უამრავ შთაბეჭდილებას ჩუქნიან! განათებული მეგაპოლისები, ღირსშესანიშნაობათა კალეიდოსკოპები, უამრავი გასართობი... მაგრამ ყველა ქვეყანაში, ისევე როგორც თეატრში, რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი აუცილებლად რჩება კულისებს მიღმა.

undefined

თუკი დედაქალაქის საზღვრებს გავცდებით, აღმოვაჩენთ (რა თქმა უნდა, საკუთარი თავისთვის) ადგილობრივ მცხოვრებთა წეს-ჩვეულებებს, ლამაზი დასახლებების ვიწრო ქუჩებს, გარადასულ საუკუნეთა უჩვეულო ნაგებობებს, საოცარ ეთნიკურ სახლებსა და საუცხოო კუთხეებს.

მოკირწყლული ქუჩები, მომხიბვლელი ხალხი, მყუდრო ძველებური სახლები, დახვეწილი გემოვნებით გაშენებული ყვავილნარები... ასეთი ადგილი შეუძლებელია არ შესულიყო საფრანგეთის ყველაზე ლამაზი სოფლების ასოციაციაში.

undefined

კუნძული
კენგურუ, ავსტრალია

undefined

კუნძული კენგურუ თამამად შეიძლება მივაკუთვნოთ იმ ადგილებს, რომელზე მოხვედრასაც ერთნაირად ნატრობენ დიდებიც და პატარებიც. ტერიტორიის მესამედი ნაკრძალებსა და ნაციონალურ პარკს უჭირავს. ძალიან შთამბეჭდავია გიგანტური კლდეებისა და მწვანე სივრცეების ფონზე გადაშლილი პეიზაჟები.

undefined

აქ სეირნობისას შეიძლება შეგხვდეთ კენგურუ, ვარანი, კოალა, იხვნისკარტა, ასევე უამრავი სხვადასხვა სახეობის ფრინველი. ოკენის წყლებში კი დელფინები და სელაპები ბინადრობენ. სწორედ ამ ადგილზე აღმოაჩენთ ავსტრალიას თავისუფლებისმოყვარე და არნახული სილამაზის ქვეყანას.

undefined

ბურტანჟის ციხესიმაგრე, ნიდერლანდები

undefined

ბურტანჟის ციხესიმაგრე, ანუ "ვარსკვლავური ციხესიმაგრე" ნიდერლანდებში მდებარეობს. ის 80-წლიანი ომის პერიოდში ააგეს, როცა ქვეყანა ესპანეთის იმპერიის წინააღმდეგ დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. არქიტექტირებმა არტილერიისგან თავის დასაცავად ფორტიფიკაციის ახალი სახე მოიგონეს. ომის შემდეგ ბასტიონი მიივიწყეს, შემდეგ არაერთხელ გაამაგრეს და გააფართოვეს, მე-19 საუკუნიდან კი ადგილობრივ სათემოს ეკუთვნის. თუ ამ ციხესიმაგრის მონახულებას გადაწყვეტთ, საკმაოდ შემეცნებითი ექსკურსია გამოგივათ, თანაც ლამაზი პეიზაჟებით დატკბებით.

undefined

ალბარასინი, ესპანეთი

undefined

ფილოსოფოსი ორტეგა-ი-გასეტი წერდა, ამ ქალაქს ზღაპრული სილუეტი აქვსო. ალბარასინს ხშირად "ვარდიფსერ ქალაქსაც" უწოდებენ. ქალაქმა ეს ლამაზი სახელი მუსლიმანების დროს (IX-XII საუკუნეებში)მიიღო.

undefined

აქ ყველაფერი მშვენიერია: ძველებური მიხვეულ-მოხვეული ქუჩები, სიერა-დე-ალბარასინის მთები, მწვანე მინდვრები, მდინარეები. აქვე შეგიძლიათ იხილოთ 18-კილომეტრიანი აკვედუკი, რომელიც ჯერ კიდევ რომაელების დროს აიგო. ამ ქალაქში სეირნობისას შეუმჩნევლად ჩაიძირებით გასული ასწლეულების ესპანურ კოლორიტში.

undefined

დევონშირი, ინგლისი

undefined

დევონი იგლისის თვალწარმტაცი კუთხეა, რომელსაც ბრისტოლის ყურე და ლა-მანში აკრავს. ოდესღაც აქ კელტებით დასახლებული დუმნონია არსებობდა. დევონის ყურეებში განლაგებულია კურორტები, მეთევზეთა დასახლებები და პორტები.

undefined

სწორედ დევონში დაიბადნენ დიდი მეზღვაურები სერ ფრენსის დრეიკი და უოლტერ რეილი, ასევე, "დეტექტივების დედოფალი" აგატა კრისტი. კონან დოილის "ბასკერვილების ძაღლშიც" სწორედ აქ განვითარებული მოვლენებია აღწერილი.
სწორედ ამ ადგილებში დაინახავთ ქვეყნის ჭეშმარიტ სახეს.

undefined

კუნძული ჰოკაიდო, იაპონია

undefined

იაპონიაში ყოფნისას აუცილებლად მოინახულეთ კუნძული ჰოკაიდო. პერფექციონისტმა იაპონელებმა უამრავი ადგილი შექმნეს, რომლებიც სტუმრებს მკვეთრ შთაბეჭდილებებს უქმნიან: უნკაის ტერასა მთის წვერზე, ლავანდების მინდვრების საოცარი სურნელი და სილამაზე, სამთო-სათხილამურო ტრასები და ცისფერი ტბა.

ასევე, აქ შეიძლება შეხვდეთ წარმოუდგენლად მომხიბლელ ცხოველს - ეძო მომონგას, რომელიც მხოლოდ აქ ბინადრობს.
და კიდევ, ძალიან გაგაოცებთ ბუნებისადმი სათუთი დამოკიდებულებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზი.

მონსანტო, პორტუგალია

undefined

კოლორიტული ქალაქი მონსანტო გრანიტის უზარმაზარ ქვებს (კაჭრებს) შორის მიმალულა. სტუმრების თვალწინ საოცარი პანორამა იშლება: მთები, სიმწვანე, კრამიტის სახურავები, ქვის ქუჩები. ოდესღაც მონსანტო პროვინცია ბეირა-ბაიშის ცენტრი იყო.

undefined

რვაასი წლის განმავლობაში აქაური ლანდშაფტი თითქმის არ შეცვლილა, ამიტომაც ეს პატარა ქალაქი 1938 წელს "ყველაზე პორტუგალიურ სოფლად" აღიარეს.
აქ ხეტიალი საოცრად სასიამოვნოა, გიგანტური ქვის ქვეშ განთავსებულ რესტორანში კი ტრადიციული კერძების დაგემოვნება შეიძლება.

ბუმბულის კანიონი, ისლანდია

undefined

ისლანდიის სამხრეთ-არმოსავლეთით მდებარეობს ბუნების საოცარი ქმნილება - კანიონი ფიადრარგლიუფური. ამ ქვეყნის პირველქმნილი პეიზაჟების სილამაზისგან შეიძლება სული შეგეხუთოთ. მდინარე ფიადრას კანიონი გამყინვარების შემდეგ შეიქმნა. მისი სიგრძე, დაახლოებით, 2 კილომეტრია, სიღრმე კი 100 მეტრს აღწევს. თქვენ გელით არა უბრალოდ მდინარის პირას გასეირნება, არამედ ნამდვილი თავგადასავალი.

ალბერობელო, იტალია

undefined

მინიატიურული ალბერობელო თავად მომხიბვლელობაა. მოგზაურთა გულებს დანახვისთანავე იპყრობს მისი საოცარი პატარა სახლი-ტრულები. აქ აშენებულია თითქმის 1500-ზე მეტი კონუსის ფორმის სახურავიანი ჯადოსნური სახლი. სხვათა შორის, ბევრი მათგანი უკვე 7 საუკუნისაა. ქალაქს სახელი ეწოდა ოდესღაც მახლობლად მდებარე ტყის Aრბორის Bელლი -ის (ლამაზი ხეები) პატივსაცემად.

შთაგონებული ოსტატების მიერ დამშვენებულ, მზის შუქით სავსე ამ ქალაქში თქვენ თვალწინ პროვინციული იტალიის მთელი სამყარო გადაიშლება.

წიფლის ხეივანი, ირლანდია

undefined

ბნელი ხეივანი (Dარკ Hედგეს) უჩვეულო ადგილია. მდებარეობს ჩრდილოეთ ირლანდიის სოფელ არმოისთან. ეს გამაოგნებელი ხეივანი სამი საუკუნის წინ გაუშენებია სტიუარტების ოჯახს. მათი მიზანი იყო წარუსლელი შთაბეჭდილება მოეხდინათ მამულში შემომსვლელებზე. დღეს იმ მამულში გოლფ-კლუბია განთავსებული. ძველი ლეგენდის თანახმად, ამ უძველესი ხეების ქვეშ შეიძლება ვინმე რუხი ლედის მოჩვენებას შეხვდეთ...
ადგილობრივები ძალიან აფასებენ ტრადიციებს და უყვართ გამოცანები.

კანდოვანი, ირანი

undefined

სოფელი კანდოვანი შორიდან გიგანტურ ჭიანჭველების ბუდეს ჰგავს. უზარმაზარ ქვებს შორის აშენებულ სახლებში ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. სოფლის გარეგნულმა მხარემ არ შეგაცდინთ. ადგილობროვი მცხოვრებლებისთვის თანამედროვე კომფორტი დიდ ხანია უცხო აღარ არის. საუკუნეების წინ ვულკან სახანდის ამოფრქვევის შედეგად უცნაური რელიეფი წარმოიქმნა. სხვათა შორის, სოფლის სახელწოდების სიტყვა-სიტყვით თარგმანი ნიშნავს "ფუტკრების სკას". აქ სპარსული ზღაპრების ნამდვილ გმირად იგრძნობთ თავს.

ჰობიტონი, ახალი ზელანდია

undefined

ეს სოფელი-ფანტასტიკა ოთხასმა კაცმა ერთ წელიწადში ააშენა ცხვრების ფერმის ტერიტორიაზე და ის ცნობილი ტრილოგიის "ბეჭდების მბრძანებლის" გადასაღები მოედანი იყო.

ფილმზე მუშაობის დასრულების შემდეგ სოფელი დაცარიელდა, მაგრამ მალე მის სანახავად ფილმის თაყვანისმცემელთა მთელი არმია დაიძრა. ყველას უნდოდა საკუთარი თვალით ენახა ჰობიტების სოროები, პაბი "მწვანე დრაკონი", თაღიანი ხიდი, წისქვილი და სხვა ზღაპრული ობიექტები.

ტბა ტიტიკაკა, პერუ/ბოლივია

undefined

ადგილობრივ მცხოვრებთათვის ტიტიკაკას ტბა წმინდა ადგილია. ინდიელთა ენაზე ტბის დასახელება "მთის პუმას" ნიშნავს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ტბის ნაცვლად ოდესღაც შესაძლოა აქ ზღვა ყოფილიყო. ტბის წყალში დღემდე დაცურავენ ზღვის თევზები, კიბოსმაგვარები და ზვიგენებიც კი, მთის ფერდობებს კი დღესაც ეტყობა ტალღების კვალი.

undefined
ტიტიკაკაში თითქმის სამასამდე მდინარე ჩაედინება. გარდა ამისა ტბაზე შეიძლება იხილოთ ურუს ტომის ინდიელებით დასახლებული ლელქაშის უცნაური მოცურავე კუნძულები.
ამ მობილური დასახლებების ცხოვრების წესი ბოლო წლების განმავლობაში დიდად არ შეცვლილა. ასე რომ, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ დროში მოგზაურობთ.

კუნძული გასტელუგაჩე, ესპანეთი
undefined

კუნძული სან ხუან გასტელუგაჩე ბისკაის ყურის ნაპირებთან მდებარეობს. მატერიკთან 237-საფეხურიანი ვიწრო კიბე აკავშირებს. კუნძულზე განლაგებულია სკიტი, რომელიც უკვე 11 საუკუნისაა. გასტეგულაჩის პანორამა წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს, ლაჟვარდოვანი ზღვის შხეფები და სუფთა ჰაერი კი განსაკუთრებულ ენერგიას შეგმატებთ.

შეფშაუენი, მაროკო
undefined

"ლურჯი ქალაქი" შეფშაუენი რიულ ერდობებზეა გაშენებული. აქ ბევრი რამ ახარებს თვალს: ლამაზი პეიზაჟი, უძველესი არქიტექტურა, ხელოვნების ნიმუსები. თუმცა მთავარი ღირსშესანიშნაობა მაინც გასაოცარი ფერია. ლურჯის ტონები ერთმანეთში გადადის ღია ცისფრიდან გაჯერებულ ლაჟვარდისფრამდე. ამ მაროკოულ ქალაქში თქვენ ყოველ ნაბიჯზე შეგიზლიათ სურვილის ჩაფიქრება - ეს ხომ ნამდვილად ზღაპრული ქალაქია.

სოფიო ბულაური

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS