10 აპრილი, 2016
რა არ მოსწონს მამაკაცს ცოლში
ამ ჩამონათვალიდან, თითოეული პუნქტი, ეხება როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს. უბრალოდ ქალებმა მეტი ყურაღება უნდა გამოიჩინონ, რადგან ამ ნაკლებს მამაკაცები მართლაც ამჩნევენ:

1. როცა ფულს გამუდმებით უპასუხისმგებლოდ ხარჯავთ

სერიოზულ და ოჯახურ ურთიერთობაში, ოჯახური წყვილის ორივე მხარე, ცდილობს კარგი ცხოვრება ჰქონდეს. მაგრამ როცა უპასუხისმგებლოდ იქცევით, უმიზეზოდ ფლანგავთ ფულს, ამით მამაკაცის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავთ და ოჯახის მხარდაჭერას არ ცდილობთ. ხანდახან, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ თავი წაახალისოთ, მაგრამ ახლა, როცა ოჯახი გაქვთ, ფინანსებს პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ.

2. როცა თავს იმცირებთ

ქმარს
უყვარხართ. თქვენ აგირჩიათ, რადგან თქვენთან ერთად სურს ცხოვრება. და როცა გამუდმებით უკმაყოფილო ხართ საკუთარი გარეგნობით, ეს მას აღიზიანებს. სურს ისე გიყვარდეთ საკუთარი თავი, როგორც მას უყვარხართ.

3. როცა მას პირველ ადგილზე არ აყენებთ

როცა პირველი ადამიანი, რასაც რაიმეს უზიარებთ ან აზრს ეკითხებით, თქვენი ქმარი არ არის - ეს მას ტკივილს აყენებს. თუ მას ირჩევთ, ის ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა იყოს.

4. როცა სხვებს ადარებთ

თუ ამით მის მოტივირებას ცდილობთ, წამგებიანი ხერხია. საკუთარი თავი მის ადგილას წარმოიდგინეთ. თქვენთვის რომ ეთქვა - მეზობელი შენზე უკეთ გამოიყურებაო, ეს ხომ თქვენთვის არა მოტივაცია, არამედ განსაცდელი იქნება.

5. როცა ემუდარებით

ნუ მოექცევით როგორც ბავშვს, დატუქსოთ ან აგრძნობინოთ, რომ თქვენ უკეთესი ხართ - იქნებით საზოგადოებაში თუ განმარტოებით. ურთიერთობა თანაბარი უნდა იყოს.

6. სახლში მოსვლისთანავე გუნებას ნუ გაუფუჭებთ

ცუდი დღეები ყველას აქვს. მაგრამ მან ხომ ჯერ კიდევ არ იცის რა შეგემთხვათ, არც თქვენ იცით რის გადატანა მოუხდა დღეს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნუ დაარღვევთ სახლის ატმოსფეროს. ღიმილით შეხვდით, დაუსვით მარტივი კითხვები - როგორ ჩაიარა დღემ, და მხოლოდ შემდეგ მოუყევით რა შეგემთხვათ.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS