10 აპრილი, 2016
როგორ გავიუმჯობესოთ ინტიმური ცხოვრება გაუხდელად
გულწრფელად რომ ვთქვათ, სერიოზული ურთიერთობები რთულია. აქ უამრავი ფაქტორია: სამსახური, შვილები, ჯანმრთელობა, ფული, უამრავი განცდა და ნერვიულობა. ახლო ურთიერთობის შესანარჩუნებლად კი, უნდა ისწავლოთ როგორ იყოთ ემოციურად შიშველი, არ ჩაიკეტოთ, არ დაიმალოთ, არ დამალოთ გრძნობები.

ფაქტია, რომ სექსზე უკეთესია, როცა ადამიანებს ნამდვილი, ემოციური სიახლოვე აკავშირებთ.

6 რჩევა, როგორ შექმნათ მსგავსი ურთიერთობა:

1. გაიგეთ ერთმანეთზე ის, რაც არ იცით

დაუსვით კითხვები, სთხოვეთ მოგიყვეთ, რაც მისთვის მნიშვნელოვანია, მოუსმინეთ განსჯის გარეშე. ეს წარსულს შეეხება, ან ოცნებესა და სურვილებს. მეორე ადამიანი,
მთელი სამყაროა და ერთად რამდენხანსაც არ უნდა იცხოვროთ, მასზე სიახლეს ყოველთვის შეიტყობთ - როგორც ცუდს, ისე კარგს.

2. ჯერ საკუთარი თავი შეიყვარეთ

ჰო, ეს ალბათ ხშირად გესმით, მაგრამ სიმართლეა. თუ ადამიანთან გულწრფელი სიახლოვე გსურთ, პირველ რიგში უნდა შეიყვაროთ საკუთარი თავი, მიიღოთ საკუთარი ნაკლი და მართოთ უპირატესობები. მხოლოდ მაშინ გახდებით ის, ვისთანაც მეორე ნახევარს ყველაზე საკრალურის გამხელაც მოესურვება.

3. ყველაფერი სიყვარულით აკეთეთ

სიყვარლი, არჩევანია და მის გვერდით ყოფნის სურვილი, ყოველგვარი ჭირვეულობის გარეშე. ესაუბრეთ, გაუზიარეთ გრძნობები. ყველაფერი გააკეთეთ თქვენი სიყვარულისთვის და არა იმიტომ, რომ თქვენ უყვარდეთ. გულწრფელი იყავით.

4. გულწრფელად დაემშვიდობეთ

წყენას გულში ნუ შეინახავთ, წარსულს ნუ გაიხსენებთ, ისწავლეთ ყველაფერი ცუდის გაშვება. ყურადღება მხოლოდ კარგს დაუთმეთ.

5. ყველაფერს საკუთარ თავზე ნუ მიიღებთ

მოვლენებს ობიექტურად შეხედეთ და ყველაფრისთვის საკუთარ თავს ნუ დაადანაშაულებთ.

6. დაინტერესდით ადამიანით

მოუსმინეთ, შემდეგ ჰკითხეთ: "კიდევ რის თქმა გინდოდა? მეტი მომიყევი".

როცა ყოველდღიურად ვიხდით, შხაპს ვიღებთ და დასაძინებლად მივდივართ, მეტ სიმსუბუქეს ვგრძნობთ. სწორედ ასეთივე განცდა უნდა გეუფლებოდეთ ერთმანეთთან ურთიერთობისას: სიმსუბუქე და გახსნილობა. ეს ემოციური სიახლოვის პირობაა.

ნაოკო ვატანაბე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS