ხშირად გვესმის მეგობრებისგან, თუ რამდენად ბედნიერები არიან ქორწინებასა და საკუთარ არჩევანში.
New York Times -მა ჩაატარა გამოკითხვა, თუ რომელი კრიტიკული შეკითხვები უნდა დაუსვან პარტნიორებმა ერთმანეთს, ვიდრე იქორწინებენ:
1. გეგმავთ თუ არა ბავშვებს და თუ კი, ვინ იქნება თქვენს შორის ოჯახის მთავარი მარჩენალი და ვინ მოუვლის ბავშვებს სახლში?
2. გაქვთ თუ არა თითოეულ თქვენგანს ფინანსურ პასუხისმგებლობასა და მიზნებზე წარმოდგენა. ემთხვევა თუ არა, თქვენი მოთხოვნილებები, რაზე დახარჯავთ
3. განიხილეთ თუ არა ვინ წარუძღვება საყოფაცხოვრებო პრობლემებს, და ვინ უხელმძღვანელებს საქმეს?
4. იცით თუ არა ყველაფერი საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური მდგომარეობა?
5. საკმარისად გეფერებათ თუ არა თქვენი პარტნიორი?
6. შეგიძლიათ თუ არა, მშვიდად და გახსნილად ისაუბროთ, თქვენს სექსუალურ მოთხოვნილებებსა და შიშზე?
7. იქნება, თუ არა ჩვენს საძინებელში ტელევიზორი?
8. ნამდვილად გესმით თუ არა ერთმანეთის აზრისა და ჭირვეულობის?
9. რამდენად შეძელით ერთმანეთის რელიგიური მრწამსისა და საჭიროებების გაგება: როდის და როგორ მიიღებენ ბავშვები რელიგიურ და მორალურ აღზრდას?
10. ვაფასებთ, თუ არა ერთმანეთის მეგობრებს? მოგვწონს თუ არა ისინი?
11. ვაფასებთ თუ არა ერთმანეთის მშობლებს და აწუხებს თუ არა რომელიმე თქვენგანს
საკითხი, რომ მშობლები თქვენს პირად ურთიერთობებში ჩაერევიან?
12. რა გაღიზიანებს ჩემს ოჯახში?
13. არსებობს თუ არა საკითხები, რომლებზეც ქორწინებაში უარს ვერცერთი იტყვით?
14. თუ ერთერთ თქვენგანს დიდ თანამდებობას, მაგრამ ოჯახისგან შორს შესთავაზებენ, შეძლებდით თუ არა გადასვლას?
15. დარწმუნებულია თუ არა ორივე თქვენგანი ქორწინების აუცილებლობაში, და გჯერათ თუ არა, რომ სირთულეები, რომლებსაც წააყდებით, არ გაშინებთ?
შესაბამისად, თუ თქვენ და თქვენი პარტნიორი დაქორწინებას აპირებთ, დაუსვით ერთმანეთს ეს კითხვები და გაარკვიეთ ყველა გაუგებარი მომენტი, რაც თქვენს შორისაა.
თუ გყოფნით მოლაპარაკებისა და კომპრომისზე წასვლის ძალა, ე.ი. თგვენგან მართლაც შესანიშნავი წყვილი შედგება.
ნაოკო ვატანაბე