08 აპრილი, 2016
ტოპ-10 მნიშვნელოვანი ფაქტი ძილზე, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ
ნევროლოგის თქმით, ზოგიერთი ადამიანი ძილს დროის ფლანგვად სულ ტყუილად მიიჩნევს.

ძილი ადამიანისთვის არამარტო ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, როცა არაფერი ხდება, არამედ იმაზე მნიშვნელოვანი პროცესია, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

1984 წელს აშშ-ში კონფერენცია გაიმართა. ერთ სცენაზე შეიკრიბნენ - მეცნიერები, პოლიტიკოსები, მეწარმეები, მხატვრები, მუსიკოსები, ინჟინერები და ბევრი სხვა.

კონფერენციაზე, ნევროლოგმა რასელ ფოსტერმა სწორედ ეს თემა მიმოიხილა. ის თავის ტვინში ძილის ციკლს იკვლევს.

გამოსვლაში ფოსტერმა სამ პოპულარულ თეორიაზე ისაუბრა, სადაც განმარტა, რატომ გვძინავს და დაარღვია რამდენიმე გავრცელებული მითი, თუ რამდენხანს უნდა ეძინოს
სხვადასხვა ასაკის ადამიანს:

1. ცხოვრების 36%-ს ადამიანი ძილში ატარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების 32 წელს ძილს ვუძღვნით.

2. როცა ძილს მიეცემით, ტვინი მუშაობას არ წყვეტს, პირიქით, მისი ზოგიერთი ნაწილი, უფრო აქტიურიც ხდება.

3. ძილი არ ქმნის ტვინის რომელიმე კონკრეტულ სტრუქტურას, ამას, გარკვეულწილად თავად ორგანიზმი აკეთებს.

4. ძილის დროს ტვინში სხვადასხვა ურთიერთქმედებები მიმდინარეობს.

5. რატომ ძინავს ადამიანს:

- აღდგენის იდეა: ყველაფერი, რაც დღის განმავლობაში დავხარჯეთ, ღამით, ძილის დროს ვიღდგენთ.

- ენერგიის შენახვის იდეა: ძილი კალორიების დაზოგვას ახერხებს.

- ტვინის მონაცემების დამუშავება და მეხსიერების კონსოლიდაცია:
თუ რაიმეს სწავლობთ და ძილს უგულებელყოფთ, გახსოვდეთ, რომ რაც გჭირდებათ ვერ დაიმახსოვრებთ და სწავლა უშედეგო აღმოჩნდება.

6. ღამის ძილი ადამიანის შემოქმედებით უნარებს ავითარებს.

7. 50-იანებში ადამიანებს 8 საათს ეძინათ, როცა დღესდღეობით ეს დრო 2 საათით შემცირდა. მაგალითად, მოზარდებისთვის, ტვინის სრულფასოვანი მუშაობისთვის, აუცილებელია 9 საათიანი ძილი.

8. ადამიანების კატეგორია, რომლებიც ღამით მუშაობენ - 20%-ს შეადგენს.
უმჯობესია გახსოვდეთ, რომ ბიოლოგიური საათები ღამის ცვლაში დარეგულირებას ვერ ახდენს.

9. ტვინი მიკროძილს აწარმოებს, ეს უნებურად ვითარდება და მისი კონტროლი შეუძლებელია.

10. როცა გამოუძინებელი ხართ, კარგავთ სიფხიზლის განცდას, შემოქმედებით უნარს და იზრდება იმპულსურობა.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS