კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა 38% თითებს გადააჯვარედინებს და ატკაცუნებს. დიდი ხნის განმავლობაში მედიკოსები ირწმუნებოდნენ, რომ ასეთი ჩვევა ართრიტის განვითარებსი ერთ-ერთ მთავარ მიზეზად შეიძლება იქცეს. მცირე ხნის წინ კი მეცნიერებმა ნამდვილი მიზეზი დაადგინეს. აღმოჩნდა, რომ წინა საუკუნის ექიმები ცდებოდნენ.
თანამედროვე სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ თითების ტკაცუნს სახსრების ანთებასთან არავითარი კავშირი არ აქვს. სახსრებში არის საპოხი
სინოვიალური სითხე შეიცავს ნახშირორჟანგს, აზოტსა და ჟანგბადს, ამიტომაც თითების გაჭიმვისას ვითარდება პროცესი, რომრლიც დამახასიათებელ ხმას გამოსცემს. ასე რომ, თითების ტკაცუნი სრულიად უწყინარი და უსაფრთხო ჩვევაა.
სოფიო ბულაური