07 აპრილი, 2016
ხარების დღესასწაულთან დაკავშირებული მინიშნებები - რისი გაკეთება ეკრძალება ცოლ-ქმარს
7 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.
ისტორიის თანახმად, ერთხელ მარიამს უფლისგან გამოგზავნილი გაბრიელ ანგელოზი გამოეცხადა, რომელმაც ახარა, რომ მას ღვთის ძე, იესო ქრისტე შეეძინებოდა: "გიხაროდეს! მომადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეულ ხარ დედათა შორის".

ქრისტიანობაში ხარების სიმბოლოდ, თეთრი შროშანი ითვლება. ეს ყვავილი სისუფთავისა და ღვთისმშობლის უმანკოების სიმბოლოა.

ამ დღეს დაშვებულია მიირთვათ ცოტაოდენი თევზი და ღვინო.

გთავაზობთ ხარების დღესასწაულთან დაკავშირებულ ტრადიციებსა და კანონებს:

გარდა საკვებისა და სხვადასხვა გასართობებისა, ჯვარდაწერილი მეუღლეებისთვის ამ დღესასწაულზე აკრძალულია სექსი.

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით
ასევე არსებობს ამინდთან დაკავშირებული მინიშნებები:

- თუ ხარებას კარგი და მზიანი ამინდია - ეს იმას ნიშნავს, რომ წელიწადი წარმატებული და ნაყოფიერი იქნება.

- თუ ხარებას თოვლია და ყინავს, გაზაფხული ნაგვიანევი და მთელი წელი არასახარბიელო იქნება. სიცივე მაისის ბოლომდე გაგრძელდება.

- თუ ხარებას, მერცხლები ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან, გაზაფხული ცივი იქნება.

- თუ ხარებას წვიმს, მშრალი ზაფხული იქნება.

- თუ ხარების წინა ღამე თბილი იქნება, ადრეული და კარგი გაზაფხული გელით.

რა შეიძლება და რა არის დაუშვებელი ხარების დღესასწაულზე:

ძველად ხარება საგაზაფხულო თესვის დაწყებისთვის, დასვენების უკანასკნელ დღედ მიიჩნეოდა, ამიტომ ამ დღეს ყველა ისვენებდა.

სახლის საქმეების კეთება დაუშვებელი იყო, გოგონებს კი შეეძლოთ, თმაგაშლილს ევლოთ.
ხარებისთვის სპეციალური გამონათქვამიც არსებობდა: "ხარებას ჩიტი ბუდეს არ იკეთებს, გოგონა ნაწნავს არ იკრავს".

ნაოკო ვატანაბე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS