05 აპრილი, 2016
რატომ არის საშიში პაკეტის ჩაი და როგორ უნდა დალიოთ სწორად
ჩაის პაკეტის გამოყენება, მხოლოდ ერთხელ შეიძლება.

პაკეტის ჩაის მოსახერხებელ თვისებასთან ერთად, უარყოფითი თვისებებიც აქვს, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

პაკეტის ჩაის გამოყენებისას, ხშირად არა კონკრეტულ ჩაის, არამედ მტვრის არომატს იღებთ.

ამასთან, მტვერს ფერის მისანიჭებლად დამატებული აქვს საღებავი, ხოლო წებოსა და ქაღალდის გემოს გასაქრობად, მწარმოებლები სხვადასხვა სახის არომატიზატორებს ამატებენ.

ჩაის მტვრისგანაც საკმაოდ მაგარი ჩაის დამზადება შეიძლება, რომელიც იაფფასიან პაკეტშია მოთავსებული - შესაძლებელია სხვადასხვა დაფქული მცენარის დამატებაც (ვერხვის, ტირიფის, ტირიფის ან თუნდაც ბალახის ფოთლების).

მიუხედავად მსგავსი არასაზიანო ნაკლისა, პაკეტის
ჩაი შეიცავს საზიანო არომატიზატორებს, კონსერვანტებსა და საღებავს, რასაც ნივთიერებათა ცვლის დარღვევა შაუძლია, არღვევს ორგნიზმის დამცავ ფუნქციას და სიმსივნური უჯრედების წარმოქმნასაც უწყობს ხელს.

გარდა ამისა, პაკეტის ჩაი გადაჭარბებული დოზის ფტორის შემცველია, რაც ძვლის სიტემასა და კბილებს აზიანებს. თუ ორგანიზმში რეგულარუდად დარჩება ფტორის გადაჭარბებული შემცველობა, ჩონჩხის ფლუოროზს გამოიწვევს, რასაც თან ახლავს ძვლებისა და სახსრების ტკივილი.

პაკეტის ჩაის მავნე ზემოქმედებისგან, ორგანიზმის მაქსიმალურად დასაცავად, შემდეგი წესები გაითვალისწინეთ:

1. ჩაის პაკეტის გამოყენება მხოლოდ ერთხელაა დასაშვები და მხოლოდ მინის ჭიქაში და არავითარ პლასტმასის ჭურჭელში.

2. დღის განმავლობაში შეგიძლიათ არაუმეტეს 5 ჭიქა ჩაის დალევა (ფეხმძიმე ქალებსა და მოხუცებს კი არაუმეტეს 3 ჭიქისა).

3. ეცადეთ, ბავშვებს, ჩვეულებრივი, ფოთლის ჩაი მოუდუღოთ.

4. ასევე აუცილებლად წაიკითხეთ რა აწერია ჩაის ყუთს, ვიდრე შეიძენთ. ნუ შეაჩერებთ არჩევანს იაფფასიან ხილის ჩაიზე, რომლებიც მხოლოდ არომატიზატორებისა და საღებავებისგან შედგება.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS