04 აპრილი, 2016
ტოპ-5 ყველაზე მოდური ფერები 2016 წლისთვის
Pantone -ს ინსტიტუტმა 2016 წლის მოდური ფერები დაასახელა. დიზაინერები ამტკიცებენ, რომ სამოსის ფერთა გამა ბუნების კანონებს შეესაბამება, შემოდგომის დასაწყისში კარგავს სიკაშკაშეს, მაგრამ მეტ სიღრმეს იძენს.

ქიშმირის ვარდი
Rating
ქიშმირის ვარდი აქტუალობას არ კარგავს და 2016 წლის ჰიტ-პარადში მოწინავე ადგილს იკავებს. ერთი შეხედვით ამ მოკრძალებულსა და ნეიტრალურ ფერს, ძალიან ძლიერი და მშვიდი შესახედაობა აქვს. სხვა ჩრდილებთან მისი შერწყმა, ნათელ სურათს ქმნის.

ბისკაის ყურე
Rating
ამ შემოდგომაზე ფერებს წარუძღვება მუქი ფირუზისფერი. ეს ფერი მასში აერთიანებს ტროპიკულ სიმწვანეს და ზღვის ტალღების
ელვარებას, რაც შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის იდეალურს ხდის. ძალიან უხდება ნაზი ყვითელი და ღია ყავისფერი.

დიდებული მარსალა
Rating
ეს დიდებული ღვინისფერი, უნივერსალურია. ის წარმატებული ფერია, არამარტო სამოსისთვის, არამედ აქსესუარებისთვის, ჩანთის, თმის სამაგრებისა და ფეხსაცმლის ჩათვლით. მარსალას შეხამება შეგიძლიათ როგორც ცივ ისე თბილ ფერებთან, ასევე, მდიდრულად გამოიყურება ლურჯ ფერთან.

ყავა ყინულით
Rating
2016 წლის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ ფერად, სწორედ ყავა ყინულით მიიჩნევა. მას შემოდგომის ნამდვილი განსახიერებაც შეიძლება უწოდოთ. აღსანიშნავია, რომ ეს ფერი შესანიშნავად გამოიყენება როგორც საქმიან, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში. გარდა ამისა უამრავ ფერს შეიძლება შეუხამოთ, რაც მას შავის ალტერნატივად აქცევს.

უდაბნოს ნარინჯისფერი
Rating
2016 წლის ბევრი მოდური ფერი, ბუნებრივი ფერთა გამიდან მოდის. ერთ-ერთი უდაბნოს ნარინჯისფერია. 2016 წლის ყველაზე პოპულარულ ფერებს შორის, ის მთავარი ფავორიტია. სპეციალისტეპი ირწმუნებიან, რომ ეს ელფერი დადებითად მოქმედებს ნებისმიერ ადამიანზე, ამაღლებს განწყობას.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS