04 აპრილი, 2016
რატომ უნდა დავუმალოთ ბავშვებს ხილ-ბოსტნეული - ეს ყველა მშობელმა უნდა იცოდეს
ახალი ხილი და ბოსტნეული, ტრადიციულად, ბავშვებისთვის სასარგებლო საკვებადაა მიჩნეული. დიეტოლოგების რჩევით, ისინი მუდმივად უნდა ეწყოს მაგიდაზე, რომ ბავშვს როცა მოუნდება, მაშინ ჭამოს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ არის შემთხვევები, როცა ბავშვებს ხილ-ბოსტნეული უნდა დაუმალოთ.

ახალი ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით სეზონური, ვიტამინების წყაროა. ისინი აუმჯობესებენ საჭმლის მომნელებელ და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აძლიერებენ იმუნიტეტს. მაგრამ ხშირად ბავშვებს ურჩევნიათ კანფეტები და ჩიპსები მიირთვან.

ბავშვები პატარაობიდანვე რომ მიეჩვივნონ ჯანსაღ კვებას, სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, მკვეთრი ფერის ხილი და ბოსტნეული ლამაზ, მიმზიდველ ნაჭრებად
დაჭრან, ბავშვებისთვის ადვილად ხელმისაწვდომ ადგილებზე დააწყონ და პერიოდულად ბავშვების დასანახად სიამოვნებით მიირთვან ისე, რომ ბავშვი დაინტერესდეს, რას მიირთმევს დედიკო ასე გემრიელად.

თუ ამ მეთოდმა არ გაჭრა, მაშინ პირიქით უნდა მოიქცეთ - ბავშვებს ეს ლამაზი ხილ-ბოსტნეული უნდა დაუმალოთ. ჭირვეული ბავშვების ბუნება მოგეხსენებათ - მაინცდამაინც ის უნდათ, რასაც უმალავენ და უკრძალავენ. დროთა განმავლობაში ბავშვი სასარგებლო ხილ-ბოსტნეულის ჭამას მიეჩვევა.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS