თუმცა მაინც გადაამოწმეთ, რამდენად ბევრი რამ იცით ამ მშვენიერების შესახებ?
1. მარცხენა მკერდი მარჯვენაზე დიდია. უფრო სიმეტრიული ის ოვულაციის ციკლის დროს ხდება.
2. მამაკაცებს ძუძუს თავები აქვთ, რადგან ყველა ემბრიონი თავდაპირველად მდედრობითი სქესისაა.
3. მხოლოდ აშშ-ში 2 მლნ ქალს იმპლანტანტები აქვს გაკეთებული. უმრავლესობა პლასტიკურ ოპერაციას, ბავშვის შეძენის შემდეგ იკეთებს.
4. დაახლოებით 80% ბიუსჰალტერის არასწორ ზომას ატარებს.
6. ამერიკელი ენი ჰოკინს-ტერნერი (ცნობილი ასევე ფსევდონიმით - ნორმა სტიტცი) ყველაზე დიდი ნატურალური მკერდის მატარებელია. ბიუსჰალტერის ტარება მესამე კლასში დაიწყო, ახლა კი მისი მკერდის გარშემოწერილობა 178 სმ-ია, წონა - 50 კგ.
7. როცა მამაკაცი მშიერია, უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას დიდ მკერდზე. უცნაურია, მაგრამ ფაქტია.
8. მკერდისა და ძუძუს თავების მოფერებისას აქსიტოცინი გამოიყოფა - ნივთიერება, რომელიც ორგაზმის დროსაც გამოიყოფა.
9. მსოფლიო მოსახლეობიდან ქალების მხოლოდ 6% აქვს 3 ნომერი მკერდის ზომა.
10. მკერდის ზომა მემკვიდრეობითი არ არის, არც დედის და არც მამის შთამომავლობიდან არ გამომდინარეობს. ეს არაპროგნოზირებადია.
11. მკერდი ფეხმძიმობისას მუქდება, რადგან ახალშობილი ფერებს ვერ არჩევს, მუქი ფერის მკერდის პოვნა კი უადვილდება.
12. მკერდის კანი ძალიან თხელია, ამიტომ სარძევე ჯირკვლების ზრდასთან ერთად ის ადვილად იწელება. გარდა ამისა მკერდის კანი ძალიან
მგრძნობიარეა ულტრაიისფერი სხივების მიმართ, როცა ირუჯებით. ამიტომ, მკერდის მაქსიმალური ჯანმრთელობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად, დახურული საცურაო კოსტიუმი შეარჩიეთ და წაისვით დამცავი კრემი.
13. მუცელზე ნუ დაიძინებთ: დროთა განმავლობაში ეს თქვენი მკერდის ფორმას აფუჭებს.
14. თუ ეწევით, მკერდი უფრო მეტად მიდრეკილი ხდება ელასტიურობის დაკარგვისკენ და იწელება, იმ ქიმიური ნივთიერებების გამო, რასაც სიგარეტის საშუალებით იღებთ. ეს ორგანიზმში ელასტინის შემცველობას ანადგურებს.
15. დედის რძე, ძროხის რძეზე ტკბილია.
16. ჰავაიზე შეგიძლიათ შიშველი იაროთ - ეს კანონია.
17. თუ ქალი ძუძუს აჭმევს, ის ბავშვთან არამარტო ემოციურ კავშირს ამყარებს, არამედ გაცილებით მომთმენი ხდება ბავშვის ტირილის მიმართ.
18. ლეგენდის თანახმად, ირმის ნახტომი ბერძენი ქალღმერთის მიერ შეიქმნა, რომელიც უცხო ბავშვს საკუთარი ძუძუთი კვებავდა. როცა გაიგო, რომ ეს მისი შვილი არ იყო, მკერდიდან მოიშორა და რძე ვარსკვლავებზე დაიღვარა, რამაც გალაქტიკაში ირმის ნახტომი წარმოშვა.
19. მეცნიერების თანახმად, რომლებიც ბევრ ფულს გამოიმუშავებენ, პატარა მკერდს ანიჭებენ უპირატესობას. იგივე უპირატესობები ახასიათებთ მამაკაცებს, რომლებიც ოჯახის შექმნასა და შვილების გაჩენაზე არ ფიქრობენ.რადგან დიდი მკერდი როგორც წესი, ბავშვის გაჩენისა და გამოკვების ასოციაციას იწვევს.
20. ამბობენ, მარია ანტუანეტისა და ქეით მოსის მკერდის ფორმის მიხედვით შეიქმა შამპანურის ბოკლები.
ნაოკო ვატანაბე