მამაკაცისთვის ის წყალივით საჭიროა, კვლავ და კვლავ უბრუნდება, რათა ძალითა და ენერგიით აღავსოს. დაღლილი ქალი მამაკაცს ძალების აღდგენაში ვერ დაეხმარება. გამომშრალია და წყურვილი სტანჯავს.
საქმე, რომელიც შინაგან კონფლიქტსა და უარყოფით ემოციებს იწვევს, ქალისთვის შესაფერისი არ არის. ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, სიყვარულით უნდა აკეთებდეს.საკუთარი თავისთვის, შვილებისთვის, რათა მისი არსებობის მთავარი აზრი განახორციელოს. ყველაფერი გამოადგება, რაც მას სიამოვნებასა
ქალს დიდებული მისია აკისრია - იყოს დაუშრეტელი ენერგიის, სიხარულის, ოპტიმიზმის, სილამაზის მატარებელი, იყოს ნათელი სხივი მთელი ოჯახისთვის.
ყველა ქალისთვის მნიშნელოვანია იცოდეს, რომ ის მშვენიერია. ეს სისავსის განცდას ტოვებს. საფერებელი სიტყვებითა და ქალის მშვენიერების აღნიშვნით, ის რბილი, ნაზი, ხალისიანი ხდება და კიდევ უფრო მეტად იფურჩქნება.
ჭკვიანმა მამაკაცმა იცის როგორ დაეხმაროს ქალს, გახდეს უფრო მშვენიერი. რაც უფრო მეტად ზრუნავს ის საკუთარ ცოლზე, მით უფრო მეტად იფურჩქნება და მამაკაცს საკუთარი ენერგიით ავსებს.
ქალი კერაა, რომელსაც ცეცხლი სჭირდება.
სამყაროში ყველაზე ღირებული ენერგიაა. მას ვერავითარი ფულით ვერ იყიდი, ამიტომ მამაკაცი მზად უნდა იყოს, ქალისთვის ამ ცეცხლის მინიჭებისთვის, ყველაზე ღირებულიც გასცეს.
ნაოკო ვატანაბე