01 აპრილი, 2016
მოფერებითი ფორმები - როგორ მიმართავენ მამაკაცები პარტნიორს და რას შეიძლება ნიშნავდეს
გოგონებო, ყურადღებით იყავით იმ წარმოთქმული სიტყვების მიმართ, რომლითაც თქვენი პარტნიორი გაჯილდოვებთ:

ბეიბი - პარტნიორი აქტიურად გიხმობთ, მაგრამ თქვენი ნამდვილი გრძნობები ნაკლებად აინტერესებს.

გოგონი - პარტნიორი კონკრეტდება და არაფრის გართულებას არ აპირებს. შესაძლოა, იუმორის გრძნობა არ ჰყოფნის.

ძვირფასო
- ურთიერთობაში ნდობასა და სინამდვილეს აფასებს. გრძნობები მისთვის მეორე ადგილზე დგას.

ზღარბო, ზღარბუნია
- თქვენი პარტნიორი ურთიერთობას განსაკუთრებულ მნიშნელობას ჰმატებს. ენერგიულია და მზადაა სიტუაცია თავად აკონტროლოს.

ჩემო ცხოვრება
- პათოსი პარტნიორის ბოლო არჩევანზე მიუთითებს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, მაინც
გადაამოწმეთ სადმე, კიდევ ერთი "ცხოვრება" ხომ არ აქვს.

კურდღელო, ბაჭია
- თქვენი პარტნიორი აზარტულია და თქვენთან წაგებას არ აპირებს. ნუ მოტყუვდებით მისი გარეგნობით - სულის სიღრმეში ძალიან ეჭვიანია და გამუდმებით გითვალთვალებთ.

ოქრო
- ამით ის თქვენი ურთიერთობის მნიშვნელოვნებას უსვამს ხაზს, თუმცა აქ გონება გრძნობებს სჭარბობს.

ფისო, ფისუნია
- თქვენს მიმართ სიახლოვეს და უწყვეტ კავშირს გრძნობს. უნდა რომ მისი გჯეროდეთ ან მის ერთგულებაში გარწმუნებთ.

კანფეტი
- ფრთხილად! თქვენი პარტნიორი, თქვენს ქმედებებზე ძალიან უხეშად რეაგირებს და მის საკუთრებად მიგიჩნევთ.

მერცხალი
- ის ძალიან ყურადღებიანია და თქვენში ბოლომდეა დარწმუნებული.

მელაკუდა, მელია
- პარტნიორის მთელი ყურადღება თქვენკენაა და თვენგანაც იმავეს ელის.

საყვარელო, სიყვარულო
- პარტნიორი მზად არის გრძნობები გამოხატოს, იმოქმედოს მტკიცედ და თავდაჯერებულად.

პატარა -
თქვენი პარტნიორის გრძნობები ძალიან ღრმაა, მზადაა თქვენზე იზრუნოს, ძალიან ყურადღებიანია.

ბავშვო
- გრძნობა, რომელსაც თქვენს პარტნიორში იწვევთ, განუზომელია. მთელ მის ყურადღებას იპყრობთ და თქვენგანაც იმავეს ითხოვს.

დათუნია
- ძალიან მგრძნობიარე ადამიანია, მაგრამ აჩქარების განწყობაზე არ არის. ფრთხილია და თქვენი დაკარგვა არ სურს.

საყვარელო
- პარტნიორი ხანგრძლივ ურთიერთობას გპირდებათ. მისი გრძნობები გონებასთან დაბალანსებულია.

თაგუნია
- თქვენი პარტნიორის გრძნობები ჩარჩოებიდან გამოდის, მაშინაც კი თუ ამას მის ქმედებაში ვერ ამჩნევთ. ხანდახან თავშეუკავებელია,
მაგრამ თქვენზე ძალიანაა დამოკიდებული.

ლეკვო
- თქვენთან კონტაქტს ეძებს, თუმცა ამ ყველაფრის უკან გრძნობები იმდენად არ დგას, რამდენადაც პრაქტიკული ინტერესი.

ტკბილო
- საკუთარ ემოციურობას ხაზს უსვამს, გააზრებულად. ამასთან სულის სიღმეში გაწონასწორებული და მშვიდია.

მზე
- თქვენს მიმართ გულწრფელ გრძნობებს განიცდის, სითბოს და დიდ ინტერესს.

ვეფხვო
- პარტნიორი თქვენს დამოუკიდებლობას აფასებს. არც გახუმრებაზე ამბობს უარს, თუმცა სინამდვილეში თანაბარ კავშირს გთავაზობთ.

წიწილა
- თქვენი პარტნიორი აქტიურ კონტაქტს გთავაზობთ, თუმცა შესაძლოა შინაგანად რაღაც აშინებდეს.

შოკოლადო
- ის მარტივ, მსუბუქ ურთიერთობას გთავაზობთ, მაგრამ სინამდვილეში მის ყურადღებას მთლიანად მოიცავთ და თქვენგანაც იმავეს ელის.

კენკრა -
პარტნიორი ენერგიული, საკუთარ თავში დარწმუნებულია და აფასებს საკუთარ დამოუკიდებლობას. გრძნობები მისთვის მეორეხარისხოვანია.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
თამო
თამუნია ტრაკუნია რას უნდა ნიშნავდეს ნეტა :DDDDD
13:37 / 01-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS