31 მარტი, 2016
თუ ბავშვი ჭინჭარმა დასუსხა
ბავშვის კანი ნაზია და ჭინჭრის დანასუსხზე შეიძლება წყლულებიც კი გაუჩნდეს, ამიტომ სწრაფად უნდა იმოქმედოთ. თუ შინ კოსმეტიკური თიხა გაქვთ, ოდნავ წყალში გააზავეთ და მიღებული ფაფისებური მასა ბავშვს დასუსხულ მონაკვეთზე წაუსვით. თუ თიხა არ მოგეპოვებათ, ნებისმიერი სპირტიანი სითხე გამოგადგებათ, შეგიძლიათ, უბრალოდ, არაყიც გამოიყენოთ - დაასველეთ ბამბა ან ბინტი და ბავშვს დაზიანებულ მონაკვეთზე წაუსვით. ეს მეთოდი კანს შხამიან და გამაღიზიანებელ ნივთიერებებს აცლის.

თუ ბავშვს წყლულები მაინც გაუჩნდა, ტკივილის, წვისა და ქავილის დასაამებლად წყალში გახსნილი ბორის მჟავას საფენი
დაადეთ. შეარჩიეთ 1%-იანი ბორის მჟავას ხსნარი.

ალერგიული რეაქცია

ზემოაღნიშნული მეთოდით, მართალია, თავიდან აიცილებთ უსიამოვნო შეგრძნებებს, მაგრამ სიტუაცია შეიძლება ძალიან გართულდეს, თუ ბავშვს ( ზრდასრულ ადამიანსაც) ჭინჭარზე ალერგია აღმოაჩნდა. ამ შემთხვევაში გაბედულად და კომპლექსურად მოქმედებაა საჭირო.
ზემოაღნიშნულ მეთოდებთან ერთად სასწრაფოდ უნდა მიიღოთ ალერგიის საწინააღმდეგო სპეციალური საშუალებები.
რა თქმა უნდა, პირველადი დახმარების შემდეგ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS