რამდენიმე ნიშანი, რომლებიც თქვენს შინაგან წინათგრძნობას დაადასტურებს:
1. ურთიერთობასთან პრობლემები გაქვთ
დღის განმავლობაში ერთმანეთს აღარ წერთ. ერთმანეთთან პირისპირ საუბარიც კი მოსაწყენ განხილვად იქცა, როგორც სამსახურში.
2. უამრავი უთანხმოება
ღიზიანდებით ძალიან სწრაფად. ყოველ წვრილმანზე კამათობთ და ძველ წყენებს შეახსენებთ ერთმანეთს.
3. კამათი აღარ აინტერესებს
თუ პრობლემის მოგვარება ან შერიგება მისთვის უკვე სულერთია - ეს ცუდის ნიშანია.
4. მოულოდნელად ახალი ინტერესები და მიზნები გაუჩნდა, რომელშიც თქვენ არ შედიხართ
5. თქვენ პროვოცირებას ახდენს
თითქოს მის მიტოვებას გაიძულებთ. ძალიან უხეშად გექცევათ, ეგოისტურად, რადგან სითამამე არ ჰყოფნის, პირდაპირ გამოგიტყდეთ.
6. ხანგრძლივი საღამოები სამსახურში
არ არის აუცილებელი საყვარელი გაიჩინოს, უბრალოდ სახლში, თქვენთან დაბრუნება არ სურს და თავით სამსახურში ჩაეფლო.
7. მოულოდნელად საკუთარ გარეგნობაზე ფიქრი დაიწყო
ვარჯიში და მოდურად ჩაცმა დაიწყო. თუ ამ ცვლილებებით თქვენს მიზიდვას არ ცდილობს, იქნებ ახალი ცხოვრებისთვის გამზადებთ.
8. უფრო მეტად დამოკიდებული ხდებით
როგორც ხდება ხოლმე: ცუდი წინათგრძნობა გაქვთ და მამაკაცში ეჭვი შეგაქვთ, ხშირად დარეკვას იწყებთ, წერთ, ინტერესდებით იმით, რაც მანამდე არ გაინტერესებდათ. მიენდეთ საკუთარ ინტუიციას.
ნაოკო ვატანაბე