30 მარტი, 2016
15 რამ, რასაც მამაკაცები მალავენ და სიამოვნებით გაუმხელენ ქალებს
1. არასდროს ვტოვებთ ქალს, რომელთანაც თავს კარგად ვგრძნობთ. მათაც კი, ვისთანაც ოდესღაც კარგად ვიყავით - თუ მაშინვე არა.

2. ქალების ორჯერ უფრო ნაკლებად გვესმის, ვიდრე გვსურს. მაგრამ ორჯერ უფრო მეტად, ვიდრე თქვენ ფიქრობთ.

3. უმეტესობა ჩვენგანს რეცხვა შეუძლია. ასევე დაუთოვება, მტვერის აღება და საჭმლის მომზადებაც კი. შესაბამისად ქალის დახმარება სახლის საქმეებში იმდენად არ გვჭირდება, რომ ამისთვის შეურაცხყოფა და უპატივცემულობა ავიტანოთ.

4. ძლიერი ქალების არ გვეშინია. ისინი უბრალოდ არ მოგვწონს ისევე, როგორც თქვენ არ მოგწონთ სუსტი მამაკაცები.

5. თუ მამაკაცი უინიციატივოდ გეჩვენებათ, იქნებ უბრალოდ არ მოსწონხართ. ჰო, ასეც ხდება.

6. მამაკაცის მხრიდან სამყაროს ბედსა და ამაოებაზე მოსაზრებები, თქვენთვის გაფრთხილება უნდა იყოს. ეს შესაძლოა პროსტატას სიმპტომი აღმოჩნდეს.

7. გოგონა, რომელიც მიმტანს უყვირის, ჩვენს პატივისცემას ვერ დაიმსახურებს. ეს მხოლოდ იმედგაცრუება იქნება.

8. ხანდახან დანამდვილებით ვიცით რასაც ვაკეთებთ, მაშინაც კი, როცა ამის აღიარება არ გსურთ.

9. ჩვენ მორჩილად და დიდხანს შეგვიძლია თქვენი ახირებების შესრულება. მაგრამ ხანდახან ეს უბრალოდ ინტერესია, თუ რამდენად ღრმად შეგიძლიათ საკუთარ ეგოიზმში ჩაიძიროთ.

10. მსოფლიოში დაახლოებით 3 მილიარდი ქალია. მათ შორის უფრო მეტი ლამაზია, ვიდრე მამაკაცებს შორის - ჭკვიანი და წარმატებული. ამას მაშინ ვიხსენებთ, როცა ჩვენგან ზედმეტად ბევრს მოითხოვენ და ძალიან ცოტას გასცემენ.

11. ქალის სისავსეს ყველა ჩვენგანი ნაკლად არ მიიჩნევს. ასაკთან ერთად ეს საკითხი სულ უფრო ნაკლებად გვაწუხებს.

12. თუ რომელიმე ჩვენგანს ქალი რესტორანში მიჰყავს, ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. მეტსაც გეტყვით, ასევე არაფერს ნიშნავს ღიმილი, ხუმრობები და მსუბუქი ფლირტი. ჩვენ ისევე გაკვირდებით თქვენ, როგორც თქვენ გვაკვირდებით ჩვენ.

13. მამაკაცი ქალში ყველაზე მეტად ხელმისაწვდომობას აფასებს. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მხოლოდ მისთვისაა ხელმისაწვდომი. გვაპატიეთ ამ პარადოქსისთვის.

14. ხანდახან ჩვენც ვკავდებით თქვენთან სექსით მაშინ, როცა ეს სულაც არ გვსურს. უბრალოდ არ გვსურს განაწყენდეთ. თუ თქვენ ჩვენთან საწოლში მხოლოდ მაშინ წვებით, როცა საჭიროდ მიიჩნევთ, ასე მოქცევა ჩვენც შეგვიძლია.

15. უსინათლოები არ ვართ, ვამჩნევთ გაუპარსავ ფეხებს, შეუღებავ თმის ძირებს და მსგავს წვრილმანებს. უბრალოდ ეს სულაც არ გვაინტერესებს, თუ მართლა მოგვწონს ქალი.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS