30 მარტი, 2016
ყველაზე მავნე ცილოვანი საკვები - რჩევები, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ
ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ადმიანმა სრულყოფილად უნდა მიიღოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა ელემენტი, კერძოდ, ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები, უჯრედისი. ყოველი მათგანი აუცილებელია ორგანიზმისთვის სათანადო პროპორციებით. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ცილების შემცველი ზოგიერთი პროდუქტი ვნებს კიდეც ჯანმრთელობას.

აი, ის პროდუქტები, რომელთა მოხმარებაც მინიმუმამდე უნდა შეამციროთ.

შებოლილი ხორცი და ძეხვეული

მავნე ცილოვან საკვებს შორის შებოლილ ხორცსა და ძეხვეულს პირველი ადგილი უჭირავს. ბევრი დილას ლორიანი ან ძეხვის ბუტერბროდით იწყებს. კარგი იქნება, თუ ამას იშვიათად გააკეთებთ. ამგვარი საკვები დიდი რაოდენობით შეიცავს მარილებს. ამასთან, მწარმოებლები
თავიანთ პროდუქციაში ამატებენ ნიტრატებს, რომლებიც მავნე ბიოდანამატებს განეკუთვნება. ლორისა და ძეხვეულის ხშირი გამოყენება დროთა განმავლობაში ნაწლავების პრობლემების მიზეზი ხდება.

საუკეთესო გამოსავალი ამ სიტუაციიდან ის არის, რომ შეგიძლაით ეს პროდუქტი ჰაერღუმელში შემწვარი ძროხის ხორცით ჩაანაცვლოთ.

სოსისი

ძალიან იოლი გამოსავალია, როცა სადილის მოსამზადებლად დრო არ გყოფნით. შესაბამისად, დიასახლისები ხშირად იყენებენ მას. არადა, სოსისი შეიცავს ისეთ დანამატებს, რომლებიც გახურებისას წარმოქმნიან ელემენტ ნიტროზამინს, რომელიც თავის მხრივ, ხელს უწყობს ონკოლოგიური დაავადებების განვითრებას. იმავე საფრთხის შემცველია ბეკონიც.

წითელი ცხიმიანი ხორცი

ცხიმიანი საქონლისა და ცხვრის ხირცი არც ისეთი უწყინარია ჯანმრთელობისთვის. მთავარია, ზომიერად მიირთვათ. სპეციალისტებმა გამოიკვლიეს, რომ მათ, ვინც რეგულარულად მიირთმევს ცხიმიან ხორცს, უფრო ხშირად აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა და კიბოს დაავადებები.

ქათმის ნაგეტი

ეს გახლავთ საფანელში ამოვლებული დაბეგვილი ქათმის ფილე, ერთგვარი ქათმის ბრაწულა, რომელიც თანდათან სულ უფრო პოპულარული ხდება. როგორც ამბობენ, მაღაზიაში წარმოდგენილ ნახევარფაბრიკატში ყველაზე ნაკლებად სწორედ ქათმის ხორცია, სამაგიეროდ მასში უხვადაა მავნე ნივთიერებები: ცხიმები, მარილები, ნატრიუმის ფოსფატი, სახამებელი. ისინი უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე. ასე რომ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს, სჯობს უარი თქვას მათზე. თუ არადა, შეგიძლიათ თავად მოამზადოთ - დაგჭირდებათ ქათმის ფილე და დაფხვნილი ორცხობილა ("სუხარი").

თევზი

მავნე ცილოვანი პროდუქტის სიაში მოხვდა ფრიტიურში (მაღალ ტემპერატურაზე გახურებული მცენარეული ცხიმი ან სხვადასხვა ცხიმის ნარევი) შემწვარი თევზიც.

მართალია, ცილოვანი საკვები აუცილებელია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ რას და რამდენს მიირთმევთ. მნიშვნელოვანია, ასევე, მომზადების წესიც.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ხალხი.
ნახევარფაბრიკატების გამოსჰვება ყველა მომწამვლელია. უნდა დაიხუროს ყველა საწარმო. ანტისანიტარიაა და უხარისხო პროდუქიისგან მზადდება ყველაფერი. არ ცჰამოტ.
13:43 / 29-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS