ჰაერის გამწმენდი ქიმიური საშუალებები არასასურველია განსაკუთრებისთ იმ ოჯახებისთვის, რომლებშიც პატარა ბავშვები იზრდებიან. ბავშვებს შეიძლება ალერგიული და ასთმური შეტევები გაუმწვავდეთ. ასეთ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი ბუნებრივი ინგრედიენტებისგან საკუთარი ხელით მომზადებული არომატული ჰაერის გამწმენდია.
საჭიროა:
ციტრუსი (ფორთოხალი, ლიმონი, მანდარინი, გრეიპფრუტი);
წყალი;
არაყი;
პულვერიზატორიანი ჭურჭელი მომზადებული მასის მოსათავსებლად.
მომზადების წესი:
ციტრუსების კანი მოათავსეთ მინის ჭურჭელში და დაასხით იმდენი არაყი,
მიღებული ნაყენი ჩაასხით პულვერიზატორიან ჭურჭელში და დაამატეთ იმდენი წყალი, რომ გაივსოს.
ნაყენში წყლის დამატება საჭიროა ალკოჰოლის სუნის გასანეიტრალებლად. ციტრუსების არომატის გასაძლიერებალდ კი ნაყენს შეგიძლიათ 3-5 წვეთი ციტრუსების ეთერზეთი დაამატოთ. გასალამაზებლად ჭურჭელში ლამაზად დაჭრილი ციტრუსების კანი მოათავსეთ და კარგად შეანჯღრიეთ, რომ ყველა ინგრედიენტი კარგად გაზავდეს.
გაითვალისწინეთ, ციტრუსების არომატი დადებითად მოქმედებს გუნება-განწყობაზე და აძლიერებს იმუნიტეტს.
სოფიო ბულაური