29 მარტი, 2016
უცნაური საიდუმლო - რით არის დაკავშირებული ქალის სახელები დაავადებებთან
თუმცა ამ პოპულარული სახელების მატარებლები, ყველა უბედურებას საკუთარ თავზე ნუ მიიღებთ:

ანასტასია
ადრეულ ასაკში, სკოლის პერიოდში, ხშირად იტანჯებიან ანგინით ან ბრონქიტით, თუმცა ასაკთან ერთად ამ მხრივ მათი ჯანმრთელობა უმჯობესდება, რასაც ვერ იტყვით ნერვულ სისტემაზე. ბავშვობაში მშვიდი და თავშეკავებული ანასტასია, მოზარდობისას ხშირად ძალიან ემოციური ხდება, ფეთქებადი ხასიათი აქვს და ზედმეტად ჭირვეულია. უკვე ზრდასრულ ასაკში მენსტრუალური ციკლის დარღვევები აღენიშნება და ხშრად უწევს გინეკოლოგთან წვევა. ასაკში, ხანდახან რევმატიზმი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება ან მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. აქედან გამომდინარე,
სჯობს ორგანიზმი ადრეული ასაკიდან გაიჯანსაღოთ.

ანა
ბავშვობაში ანა ძალიან ძლიერი ჯანმრთელობით არ გამოირჩევა. შესაძლოა სქოლიოზი განუვითარდეს ან დიათეზი დატანჯავს. საყვარელი შოკოლადი და ციტრუსი, ხშირად ალერგიას იწვევს. ანას სუსტი წერტილებია - კბილები და კუჭი. მოერიდეთ ტკბილსა და ალკოჰოლს. ამ სახელის მატარებელ ქალებს, მეორეს მხრივს ძალიან ძლიერი ძვლები აქვთ. გამომდინარე იქედან, რომ ძალიან უყვართ გემრიელად ჭამა - მოზრდილ ასაკში ძალიან მკაცრ დიეტაზე ყოფნა უწევთ. ანას, გამოსაჯანმრთელებლად, ხანგრძლივი ძილი სჭირდება. ხშირად ეწვიეთ ორთოპედს. ზაფხულობით გაუფრთხილდით თვალებს.

ალექსანდრა
ბავშვოდიდან აქვს სასუნთქი გზების პრობლემები - დაწყებული ხველიდან, ბრონქიტით დამთავრებული. ამ სახელის მატარებელმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს კვების რაციონს. მისი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არაჯანსაღი კვებაა. სხეულში დიდი ენერგია აქვს დაგროვილი, რაც ფიზიკური ვარჯიშებით უნდა დახარჯოს. გაზაფხულზე ალექსანდრა საკმაოდ ფეთქებადია - სჯობს გაუფრთხილდეთ ნერვულ სისტემას და ისტერიკაში ნუ ჩავარდებით. ზაფხულში - სუსტი იმუნიტეტი აქვს. ზამთარში - ძალიან ჯიუტია, ამიტომ მისი გადარწმუნება გაგიჭირდებათ. შემოდგომაზე დეპრესიულია და ხშირად იკეტება საკუთარ თავში.

ეკატერინე
ეკატერინეს მშვიდი ცხოვრება და კარგად გამოძინება სჭირდება. სტრესული სიტუაციები ამ ქალებს ანადგურებს. ასაკის მატებასთან ერთად, ეკატერინეს, ზამთარში შესაძლოა ფეხის ტკივილი დაეწყოს, განსაკუთრებით მუხლები აწუხებთ. ასევე სტანჯავთ ძლიერი თავისტკივილები. იზრუნეთ თირკმლების სიჯანსაღეზე. მოერიდეთ გარუჯვას - დიდხანს მზეზე გაჩერება უკურეაქციებს გამოიწვევს.

ელენე
ელენეს კარგი იმუნური სისტემა აქვს და იშვიათად ავადმყოფობს. გავრცელებული პრობლემებია - ყურის ტკივილი და თვალის ანთების გართულება. ხშირად უჩივის კუჭის ტკივილს. ზამთარში დაბადებულებს ძალიან სუსტი ნერვული სისტემა აქვთ და თორმეტგოჯა ნაწლავი აწუხებთ. გაზაფხულზე დაბადებულებს - კბილის ჯანსაღი ემალი აქვთ. მიიღეთ E და D ვიტამინები. შემოდგომის ელენეები, სხვებთან შედარებით ნაკლებად ავადმყოფობენ, მაგრამ ზრდასრულ ასაკში მართებთ განსაკუთრებით გაუფრთხილდნენ კუჭქვეშა ჯირკვალსა და ვენებს."ზაფხულისას", შესაძლოა მხედველობის ოპერაცია დასჭირდეს.

მარი
მათ ზოგჯერ გულის თანდაყოლილი პრობლემები აწუხებთ. გარე სამყაროს ძალიან ემოციურად და გრძნობით აღიქვას. ყველა მარის ვურჩევთ, გაუფრთხილდნენ თვალებს, რადგან ხშირად სწორედ მხედველობის პრობლემები აწუხებთ. ხანდახან ყური ან ჰაიმორიტი აწუხებთ, ზოგს ქალური პრობლემები სტანჯავს, ამიტომ ძალიან ყურადღებით იყავით და მცირე ეჭვის გაჩენისთანავე გინეკოლოგს გაესინჯეთ.

ნატო
აწუხებს ანგინა, შესაძლოა ოსტეოქონდროზიც განუვითარდეს. არის ფიზიკური ნაკლის შემთხვევები, მშობიარობის დროს მიღებული ტრავმები. სხვა ადამიანების ბედზე ძალიან ღელავს. 30 წლის შემდეგ ყურადღება მიაქციეთ მხედველობას. ნატო ვერც კარგი კანით დაიკვეხნის. ამ სახელის მატარებლის მეორე სუსტი წერწილი - ხერხემალია. ხასიათით ის ძლიერი ქალია, არავის განსჯის, ნებისმიერ დაავადებას მტკიცედ ხვდება. საკუთარ თავზე დამოუკიდებლად ზრუნვა შეუძლია.

ქრისტინა

ამ სახელის მატარებელ ქალს ყველაზე რთული ხასიათი აქვს. საკუთარ შეხედულებებს ექიმსაც კი უმტკიცებს. ხშირად დადის დერმატოლოგთან ან კოსმეტოლოგთან. იდეალური კანი - მისი გაერნობის საუკეთესო მახასიათებელია. მიდრეკილია ოსტეოქნდროზისკენ. ხანდახან კბილების პრობლემა აწუხებს, ხანდახან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, რაც დედისგან მემკვიდრეობით გადაეცემა. დროთა განმავლობაშ კუჭის პრობლემა თავისით გაივლის.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS