29 მარტი, 2016
განდევნეთ სიმსივნე - ხალხური რეცეპტები მიომის, ფიბრომიომისა და მასტოპათიის სამკურნალოდ
სიმსივნის განკურნებისა თუ მასთან ბრძოლის უამრავ რჩევას ვაწყდებით ყოვედღიურად, მაგრამ ფაქტია - დაავადებულთა რიცხი არ იკლებს. გთავაზობთ მიომის, ფიბრომიომისა და მასტოპათიის სამკურნალო ეფექტურ რეცეპტებს.

3 სუფრის კოვზი სიმინდის ულვაში, მწიკვი კრაზანა, დაუმატეთ ჭიქა წყალი და ადუღეთ 15 წუთს. გააჩერეთ 1 საათს, გაწურეთ, შეავსეთ ჭიქა ბოლომდე. დალიეთ დღეში 4-ჯერ, თითო ყლუპი.

დალიეთ ერთი კვირის განმავლობაში, მომდევნო ერთი კვირა კი შეისვენეთ. კურსი - 2-3 თვე.

ასევე მოამზადეთ ნარევი:

აიღეთ გვირილა, ორ ნაწილად, კრაზანა, შავბალახა, გულყვითელას ყვავილები, ხეჭრელის
ქერქი. ასევე მარწყვის 5 ფოთოლი, 1 ნაწილი - ათასფურცელა და ჭინჭარი.

ეს ყველაფერი კარგად აურიეთ, დაასხით 400 გ ცხელი წყალი, ადუღეთ 1 წუთს, გააჩერეთ 20 წუთს, შეფუთული. დალიეთ 100 გ დილით და საღამოს ჭამის შემდეგ. კურსი - 2 თვე. გამორიცხეთ მენსტრუაციის დღეები.

ჭაობის პოტენტილას ნაყენი - 10 გრ ნედლეულს, დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, შეფუთეთ, გააჩერეთ 2 საათს და გაფილტრეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, 2 სუფრის კოვზი, ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.

მოჭერით ცხენისწაბლას ყვავილი, მოაცალეთ ღერო, ყვავილები კი გაახმეთ. 1 სუფრის კოვზ ყვავილს, დაასხით ჭიქა წყალი და ადუღებამდე მიიყვანეთ. გააჩერეთ 8 საათს. დალიეთ ყლუპებით, დღის განმავლობაში დალიეთ 1 ლ. დაუშვებელია დოზის გადაჭარბება, რაც გამოიწვევს კრუნჩხვებს.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ელენ
ძვირფასო ქალბატონებო, თავს ნუ მოიტყუებთ, თითქოს ჭაობის პოტენტილას, ან რომელიმე აქ ნახსენებ ნაკრებს ფიბრომიომის განკურნება შეეძლოთ. კი, პირველი ნაყენი საკვერცხის ანთებას შველის და ისიც დასაწყის სტადიაში, მაგრამ ფიბრომიომებს და მასტოპათიებს სულ სხვა სტრუქტურა და შენება გააჩნია, ისინი იმუნიტეტის სისუსტით და ჰორმონული დარღვევებითაა განპირობებული, ამიტომ გამოსავალი არის მხოლოდდამხოლოდ ქირურგიული ოპერაცია.
14:49 / 07-02-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS