29 მარტი, 2016
აკვარიუმის თევზები - პრეპარატი ნიკოტინის წინააღმდეგ
არატრადიციული მედიცინის მომხრეები ირწმუნებიან, ზოგიერთი ცხოველი, მაგალითად, ცხენი და ძაღლი ადამიანებს ნერვული სისტემის დაავადებების მკურნალობაში ეხმარება.

ცხოველებთან ურთიერთობით ადამიანები უფრო ადვილად უმკლავდებიან სტრესსა და დაძაბულობას.

ახლახან მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩვენს უმცროს ძმებთან ურთიერთობას შეუძლია ადამიანი მავნე ჩვევებისგან იხსნას. მაგალითად, თუ სიგარეტს თავს ვერ ანებებთ, აკვარიუმის თევზები დაგეხმარებათ. შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მეცნიერულად დადასტურებულია.

სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ აკვარიუმის თევზების ორგანიზმი ისევე რეაგირებს ნიკოტინზე, როგორც - ადამიანის. ასე რომ, თევზების დახმარებით შექმნიან ნიკოტინზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო ახალ წამლებს.

თუ სიგარეტს თავს ვერ ანებებთ, თქვენი დახმარება "ქალის წინდას" შეუძლია - ეს აკვარიუმის თევზის ერთ-ერთი სახეობაა. როგორც კი ეს მომხიბლელი თევზები ნიკოტინს იგემებენ, მაშინვე მასზე დამოკიდებული ხდებიან. ასე რომ, მათზე ცდების ცატარება სპეციალისტებს პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობას მისცემს.

პირველი ცდები უკვე ჩატარებულია და ამერიკელი მეცნიერები შედეგს უკვე რამდენიმე კვირაში ელოდებიან და იმედოვნებენ, რომ ახალ სიტყვას იტყვიან.

სოფიო ბულაური


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS