თუ ბევრის მსგავსად, თქვენც ასეთი ბავშვობა გქონდათ, გთავაზობთ იმ გამოვლინებათა ჩამონათვალს, რასაც პირად ურთიერთობებში თვალყური უნდა ადევნოთ:
1. გადამეტებული ყურადღება, სხვა ადამიანის საჭიროებების მიმართ, როცა საკუთარი ჯანმრთელობაც კი გავიწყდება
თუ ძალადობის ქვეშ ხართ ან ოჯახური ძალადობის ქვეშ გაიზ
2. მეგობრებთან დროს, ძველებურად ხშირად აღარ ატარებთ, რადგან ცდილობთ მორიგ კამათს თავი აარიდოთ
საზოგადოებრივი წვეულებების გამოტოვება და დასვენების დღეებში კამათი, მიგანიშნებთ, რომ თქვენი ურთიერთობა სახარბიელო სულაც არ არის. შესაძლოა თავს იზოლირებულად გრძნობთ, რადგან პარტნიორი მთელს თქვენს თავისუფალ დროს ითხოვს. შესაძლოა ამჟამად პატიობთ, მაგრამ დროთა განმავლობაში მსხვერპლს საკუთარ თავში ეჭვი შეაქვს და ყველა პრობლემის მიზეზად საკუთარ თავს მიიჩნევს.
3. თუ დანგრეულ და ზედმეტად ემოციურ ოჯახში გაიზარდეთ, შესაძლოა ვერ გაარჩიოთ რას გრძნობთ სინამდვილეში, რა გჭირდებათ, რა გსურთ
ბავშვები, რომლებიც გაუწონასწორებელ მშობლებთან ცხოვრობენ, პირველ ადგილზე მშობლების ინტერესების დაყენებას ეჩვევიან, საკუთარ მოთხოვნილებებზე არ ფიქრობენ და უკუაგდებენ კიდეც.
4. თუ ხშირად საშიშროება გემუქრებათ, მაგალითად როცა პარტნიორი მანქანას ძალიან სწრაფად მართავს, თქვენ კი ხმას ვერ იღებთ, რათა პარტნიორი არ გააღიზიანოთ.
5. თავს ხშირად უსუსურად გრძნობთ
საკუთარ თავთან მიმართებაში, კითხვებზე პასუხის გაცემა გიჭირთ და აზრები გერევათ? თავს ეჭვქვეშ აყენებთ და საკუთარ ცოდნას არ ენდობით?
6. სექსით ხშირად მხოლო მშვიდობის შესანარჩუნებლად კავდებით, სინამვილეში კი არ გსურთ?
ყოველთვის, როცა რაიმეს მშვიდობის შესანარჩუნებლად აკეთებთ, მაგრამ სინამდვილეში არ გსურთ - ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ ძალას კარგავთ.
7. ხშირად შორდებით და უბრუნდებით, პატიობთ ცუდ საქციელს, კიდევ ერთ შანსს აძლევთ და ცარიელი დაპირებების გჯერათ, რომლებიც არასდროს შესრულდება?
ეს ნამდვილი ურთიერთობა არ არის! ორ ნორმალურ ადამიანს შორის ნამდვილი სიყვარული სხვაგვარია. ისინი აფასებენ ერთმანეთს, დანაშაულის გრძნობას ერთად იზიარებენ, როცა საქმე ცუდადაა, პრობლემის გადაჭრის გზებს ერთად პოულობენ, ყოველგვარი ძალადობისა და სიბრაზის გარეშე.
ნაოკო ვატანაბე