28 მარტი, 2016
8 ფრაზა, რომლებიც მამაკაცს არასდროს უნდა უთხრათ
ყველამ კარგად იცის, რომ სიტყვებს დიდი ტკივილის მიყენება შეუძლია და ხანდახან შემთხვევითი წამოძახილებიც გულთან ძალიან ახლოს მიგვაქვს. შემდეგი 8 ფრაზა ტიპიური ცოლებისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ მათი ქმრისთვის თქმა ყოვლად დაუშვებელია:

1. "ეს ჩემი პრობლემა არ არის"
თქვენ დაქორწინებული ხართ, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პრობლემა, თქვენი პრობლემაცაა. დაშვებული შეცდომები შესაძლოა მისი ბრალი იყოს, თუმცა გვერდში უნდა დაუდგეთ, გჯეროდეთ მისი. მაშინ ისიც გვერდში დაგიდგებათ, როცა პრობლემების წინაშე თავად დადგებით.

2. "მე თვითონ გავაკეთებ"
თუ სახლის საქმეებში რაღაცას ისე არ
აკეთებს როგორც თქვენ (დედის რეცეპტებით ხელმძღვანელობს), ამის გამო შესაძლოა თქვენც გაღიზიანდეთ და თქვენი სურვილისამებრ მოიქცეთ. მაგრამ მამაკაცისთვის  დამამცირებელია, არავის უყვარს, როცა მის მცდელობას არ დააფასებენ.

3. "დაივიწყე, გადაიტან"
ამით მისი გრძნობების მიმართ გულგრილობას გამოხატავთ. თუ ის რაიმეს განიცდის, ყურადღება გამოიჩინეთ, მოუსმინეთ და გვერდში დაუდექით. ეცადეთ მაქსიმალურად გაუგოთ.

4. "რატომ არ შეგიძლია ისე.."
შედარება, ბედნიერებას ეწინააღმდეგება. უხმოდ თუ ხმამაღლა, თქვენს ქმარს სხვას ნურასდროს შეადარებთ. მას ბევრი ისეთი რამ აქვს, რაც სხვებს არ აქვს. შედარება მხოლოდ უკმაყოფილებას მოგგვრით, მას კი ტკივილს მიაყენებთ.

5. "შენ ყოველთვის..." ან "შენ არასდროს..."
მსგავსი განცხადებები თქვენს ურთიერთობას მხოლოდ აფუჭებს. თუ ამ ფრაზების გამოყენება მაინც გსურთ, სჯობს გაჩერდეთ და დაფიქრდეთ.

6. "მართლა რომ გყვარებოდი.."
ეს მხოლოდ მამაკაცის მანიპულირებაა, სიყვარულის სახელით, რაც ძალიან სამწუხაროა. თქვენ არასდროს უნდა უთხრათ მამაკაცს რა გააკეთოს იმისთვის, რომ თქვენი სიყვარული დაიმსახუროს.

7. "ხომ გეუბნებოდი"
ხანდახან შეცდომებს ვუშვებთ და ეს ნორმალურია. მაგრამ ეს ფრაზა ძალიან დამამცირებელია, რადგან ისეთო ასოციაცია ჩნდება, რომ ქმარს ბავშვივით ექცევით.

8. "თვითონ ხარ დამნაშავე"
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნამდვილად დამნაშავეა, თვალში ხელის კვრა საჭირო არ არის. თქვენ ერთ გუნდში ხართ და პრობლემის გადაჭრის პასუხისმგებლობა ორივეს გეხებათ. მან მშვენივრად იცის საკუთარი შეცდომა, ასე რომ უბრალოდ დაეხმარეთ ყველაფრის მოგვარებაში.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS